დიაბეტის პროგრამა
რას მოიცავს
- პროგრამა მოიცავს დიაბეტით დაავადებული პაციენტების მეთვალყურეობას, უფასო კონსულტაციებს, ლაბორატორიულ და სხვა გამოკვლევებს
- ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის გაწევის შემდეგ, დადასტურებული დიაბეტის დიაგნოზის საფუძველზე, პაციენტი ერთვება პროგრამაში და იღებს შესაბამის ვაუჩერს, რომლითაც სარგებლობს წლის განმავლობაში
ვის ეკუთვნის
- შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეს
- 2022 წლის 1 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეს
რას ემსახურება პროგრამა
- შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესებას, შესაძლო გართულებების პრევენციასა და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას
აირჩიეთ მისამართი და მიიღეთ მომსხურება
პროგრამაში ჩართული კლინიკები
ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზ. №40
ქ. თბილისი, მარატ ნოზაძის ქ. №8
ქ. თბილისი, პატარძეულის შესახვევი №44
ქ. თბილისი, ჯავახეთის ქ. №30
ქ. თბილისი, ვეკუას ქ.№3
ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №123
ქ. თბილისი, ი. პეტრიწის ქ. №6
ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ. № 20
ქ. თელავი, ჯორჯიაშვილის ქ. №15
ქ. ქუთაისი, პ. იაშვილის ქ. № 9