Evex
ევექსის შესახებ

ევექსის შესახებ


„ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. 

„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.


„ევექსის“ მისია

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.


„ევექსის“ ხედვა

„ევექსის" საზოგადოებრივი კეთილდღეობა არის სივრცე, სადაც ადამიანები აქტიურად ერთვებიან ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, რომელიც მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობას.


„ევექსის“ ღირებულებები

  • ცოდნა - სამედიცინო გამოცდილების, კომპეტენციებისა და მტკიცებაზე დაფუძნებული მიდგომის დამსახურებით, კომპანია იღებს მომხმარებლის განათლების პასუხისმგებლობას ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობის მიმართულებით.
  • ემპათია - საზოგადოების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ქმნის ადამიანურ და ემპათიურ გადაწყვეტებს, რომლებიც ნაკარნახევია ეთიკური პრინციპებით.
  • ხელმისაწვდომობა - ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება ერთ სივრცეში საქართველოს რამდენიმე კუთხეში.
  • პასუხისმგებლობა - გავლენა ქართული საზოგადოების მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობის მხარდაჭერაში.


„ევექსი" ქმნის სივრცეს, სადაც განსხვავებული ასაკის, სქესისა და სხვა მახასიათებლების ადამიანები შეძლებენ აამაღლონ ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ხარისხი. ამ ადამიანებს აერთიანებს მისწრაფება, იცხოვრონ უკეთესად და უფრო ჯანსაღად.

ვებგვერდი მუშაობს ბეტა/ტესტირების რეჟიმში.