![[object Object]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fadmin.evex.ge%2Fstorage%2F01KRNN86EG4QTV0CDEZG4C3G50.jpg&w=3840&q=75)
თეა მეფარიძე
დირექტორის მოადგილე (ადამიანები, ბრენდი და ხარისხი)
თეა მეფარიძე "ევექსში" იკავებს დირექტორის მოადგილის პოზიციას ადმიანების, ბრენდის და ხარისხის მიმართულებით. ის ჩვენს გუნდს 2019 წლიდან შემოუერთდა და ხელმძღვანელობდა HR&OD მიმართულებას.
თეას 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ადამიანური რესურსების მართვაში, ასევე, მრავალწლიანი გამოცდილება სწავლებისა და განვითარების მიმართულებით.
ევექსში დასაქმებამდე ის იკავებდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას სადაზღვევო კომპანია „უნისონში“.
მისი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა დროს უკავშირდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და „შემოსავლების სამსახურს“, ასევე იკავებდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას შპს „ახალ ქსელებში“.
თეა ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს. წლების განმავლობაში მას აქვს გავლილი სხვადასხვა პროფესიული ტრენინგ კურსები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ასევე, არის ACC- ის სერტიფიცირებული ქოუჩი.

