ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბლიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

რას მოიცავს

  • რეაბილიტაციის გაკვეთილებს/სეანსებს

ოჯახის ექიმის ან ნევროლოგის კონსულტაციის შემდეგ გაიცემა ფორმა 100 შესაბამისი დიაგნოზის მითითებით, რომელსაც აბარებს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, იღებს ვაუჩერს, რომელსაც წარადგენს კლინიკაში და საბოლოოდ ხდება აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსის დაგეგმვა სპეციალისტის მიერ


ვის ეკუთვნის

აჭარის ტერიტორიაზე რეგისტირრებულ ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს

რას ემსახურება პროგრამა

  • სიცოცხლის უნარის გაუმჯობესებას, სოციუმში მაქსიმალურ ინტეგრაციას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის შესაძლებლობასა და ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას

აირჩიეთ მისამართი და მიიღეთ მომსხურება

პროგრამაში ჩართული კლინიკები

ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ. № 20

დაბა ჩაქვი, თამარ მეფის ქ. №40