ანტენატალური მეთვალყურეობა - ორსულთა მოვლა და სამედიცინო დახმარება
რას მოიცავს
ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად წარვმართოთ მომავალი დედის ორსულობა. ანტენატალური მეთვალყურეობა გულისხმობს შესაბამის ექიმ-სპეციალისტებთან ვიზიტებსა და საჭირო კვლევების ჩატარებას.
- ორსული განსაზღვრულ ვადაზე (13 კვირამდე) მიმართავს პროგრამაში მონაწილე ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალს, სადაც ორსულის მეთვალყურეობა მოხდება ორსულობის სრული პერიოდის განმავლობაში.
- მეთვალყურეობა მოიცავს გეგმიურ 8 ვიზიტს, ექიმის კონსულტაციებს, პროგრამით გათვალისწინებულ უფასო ლაბორატორიულ და ექოსკოპიურ კვლევებს.
ვის ეკუთვნის
- საქართველოს ნებისმიერ ორსულ მოქალაქეს
რას ემსახურება პროგრამა
- პროგრამის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება ორსულთა ეფექტიანი პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის გზით
აირჩიეთ მისამართი და მიიღეთ მომსხურება
პროგრამაში ჩართული კლინიკები
ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზ. №40
ქ. თბილისი, ჯავახეთის ქ. №30
ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ. № 20
ქ. ზუგდიდი, კოსატავას ქ. №1