მომხმარებელსა და თანამშრომელზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომლის გასაძლიერებლად ქსელის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობები და პროექტები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.
ჩვენი კომპანიის შიგნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები:
ევექსი კლინიკებისა და ლიბერთი ბანკის პროექტი #გულით
2020 წლის იანვრიდან ევექსი კლინიკებისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით სარგებლობენ.
სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ევექსი კლინიკებმა ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათების მფლობელებს 800-მდე ამბულატორიულ და ნიუ დენტის სტომატოლოგიურ სერვისებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებები შესთავაზა.
მთელი წლის განმავლობაში 50-70%-მდე ფასდაკლება მოქმედებს ამბულატორიულ, ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებზე. პროგრამის ფარგლებში უფასოა ოჯახის ექიმების კონსულტაცია. ასევე, დამატებითი შეღავათები მოქმედებს სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციაზე და სტომატოლოგიურ სერვისებზეც.
სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #გულით ფარგლებში, ევექსი კლინიკებთან ერთად ლიბერთიმ სხვა თანამოაზრეები შემოიკრიბა - პარტნიორი კომპანიები, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მზად არიან, გულით დაეხმარონ ადამიანებს პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვაში.
ერთობლივი აქციის ფარგლებში ლიბერთი, ევექსი კლინიკები, ფარმადეპო და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელი ერთად იზრუნებენ განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანების მხარდაჭერაზე და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს შესთავაზებენ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს, იმისათვის რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად დაეზოგოთ დანახარჯები ექიმთან ვიზიტზე, გამოკვლევებზე, მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებზე.
მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.
ევექსი კლინიკებისა და ლიბერთის ბანკის პროქტის მთავარი მიზანი ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის კულტურის ჩამოყალიბება და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ევექსი კლინიკებისა და ლიბერთი ბანკის პროექტის ფარგლებში 2020 წელს 10 000-მდე სოციალური ბარათის მფლობელმა 30 000-მდე სამედიცინო სერვისზე მიიღო მნიშვნელოვანი შეღავათები.
კოვიდ პანდემიის დროს „ევექსი კლინიკების“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი
პანდემიის დაწყებისთანავე იმისათვის, რომ კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ქალაქი არ გაჩერებულიყო, ევექსი კლინიკებმა საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პროფესიის ადამიანებს, ვისაც ხშირად უხდებათ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში ჩაერთო „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკა. ამიერკავკასიაში პირველად, ექიმებითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა - „ევექსმობილი“ საქართველოში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს.
ევექსი კლინიკები სპეციალურად გადამზადებული მობილური ჯგუფით და ევექსმობილით ეწვია კომპანიებს. შემოწმდა ისეთი პროფესიის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ დისტანციურად მუშაობას: ადმინისტრაციული თანამშრომლები, ჟურნალისტები, მძღოლები, კურიერები,დისტრიბუტორები და სხვა.
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმები იმყოფებოდნენ: „რუსთავი 2“-ში, „ფორმულაში“, „მთავარ არხში“, „გლოვოში“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, „უკვეში“, „ვისოლში, „სმარტში“, „კოდაში“ და ა.შ.
ევექსი კლინიკების მობილურმა ჯგუფმა, 1 თვის განმავლობაში შეამოწმა 50-მდე კომპანიის 5000-მდე თანამშრომელი.
სამედიცინო მომსახურების ბარათები
ევექსი კლინიკებმა 27 მაისს სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო.
ყველას, ვინც არ სარგებლობდა კერძო დაზღვევით, ან პანდემიის პერიოდში დაკარგა სამსახური, შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო სამედიცინო მომსახურების ბარათი, რომელიც ვრცელდებოდა ამბულატორიულ სერვისებზე, სტომატოლოგიასა და მედიკამენტებზე.
ბარათების მფლობელებს საშუალება ჰქონდათ 70%-მდე ფასდაკლებით ესარგებლათ ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე.
პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეღავათებით სარგებლობდნე საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები.
ბარათის მისაღებად საჭირო იყო რეგისტრაცია, რის შემდეგაც მოქალაქეები ნაწილდებოდნენ ოჯახის ექიმებთან და პროცესს აპრობირებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ოჯახის ექიმები მართავდნენ.
რეგისტრაციის პროცესში ჩართული იყო საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში ევექსი კლინიკების 33კლინიკა.
2020 წელს ევექსი კლინიკებმა გასცა 40 000 სამედიცინო მომსახურების ბარათი და 10 000 სამედიცინო სერვისი გაიცა მათ მფლობელებზე.
უფასო ოჯახის ექიმის ონლაინ კონსულტაციები
პანდემიის პერიოდში, ევექსი კლინიკებმა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დაიწყო ონლაინ კონსულტაციები, როგორც ოჯახის ექიმებთან, ასევე სხვადასხვა სპეციალისტთან.
პროექტის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება აქვს ექიმის კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად ჩაიტაროს. აუდიო და ვიდეო ზარის მეშვეობით ექიმი უკავშირდება პაციენტს, უწევს კონსულტირებას და აძლევს მიმართვებსა და დანიშნულებებს.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმის კონსულტაცია სრულიად უფასოა. ამ პროდუქტით 22 896-მა პაციენტმა ისარგებლა, სხვა სპეციალისტების ონლაინ კონსულტაცია კი 4000-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა.
ონლაინ კონსილიუმი
პირველად საქართველოში დისტანციური სერვისების სამედიცინო ხარისხის გასაუმჯობესებლად ევექსი კლინიკებმა შექმნა ონლაინ კონსილიუმი.
კონსილიუმში გაერთიანდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები.
კონსილიუმზე განიხილება ონლაინ კონსულტაციებში დაფიქსირებული სამედიცინო შემთხვევები.
ონლაინ კონსილიუმში 13 ექიმია ჩართული.
ექიმების ონლაინ კაბინეტები
ევექსი კლინიკებმა საქართველოში პირველი პრეცენდენტი შექმნა - ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს ექიმებს ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად მიმართოს და პირველადი რჩევები და ზოგადი რეკომენდაციები დარგის საუკეთესო პროფესიონალებისგან მიიღოს.
ონლაინ კაბინეტებში აქტუალურ თემებზე საინფორმაციო პოსტებია განთავსებული, ეწყობა ექიმების Live ჩართვები და სხვადასხვა აქტივობები.
2020 წელს ევექსი კლინიკების ონლაინ კაბინეტებში 16 000 წევრი გაერთიანდა და ექიმებმა 5000-ზე მეტი მომხმარებლის კითხვას უპასუხეს.
შემოგვიერთდით თქვენთვის საინტერესო ჯგუფში:
- ოჯახის ექიმის ონლაინ კაბინეტი - https://bit.ly/2Rv5KmX
- პედიატრიის ონლაინ კაბინეტი - https://bit.ly/2Rv5STt
- გინეკოლოგიის ონლაინ კაბინეტი - https://bit.ly/2wAcgli
პირველი სამედიცინო ფორუმი COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით
ევექსი კლინიკების ინიციატივით 16 აპრილს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით პირველი ციფრული სამედიცინო ფორუმი ჩატარდა. ფორუმის თემა: საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
ფორუმზე დასწრება ხელმისაწვდომი იყო საქართველოში ყველა კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპეციალისტებმა საქართველოდან, ჰოლანდიიდან და ამერიკიდან:
- გიორგი კურდღელაშვილი - ოკლაჰომა სიტის ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- მამუკა მაჩაიძე - ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან
- ნინა ბაკაშვილი - ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმი
- გრიგოლ ხურციძე - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი, შინაგანი სნეულებები, ჰოსპიტალისიტი, კაიზერ პერმანენტე, ვაშინგტონი.
- გიორგი ბერია - "ევექსი კლინიკების" კლინიკური დირექტორი
ფორუმზე რამდენიმე ძირითად თემა მიმოიხილეს: პაციენტების ტრიაჟი, დიაგნოზირება, გადამისამართება, ბინაზე კარანტინი და დისტანციური მართვა, ინფექციონისტების ხედვა COVID19-ის ამბულატორიული მართვის სპეციფიკაზე.
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში მომუშავე ექიმებისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი გამოცდილება.
ონლაინ რეჟიმში შეხვედრას სხვადასხვა კლინიკის 800-მდე ექიმი დაესწრო.
გაიგე ვინ არის შენი ოჯახის ექიმი
პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელი გახდა მოსახლეობას ჰქონოდა ინფორმაცია თუ ვინ არის მათი ოჯახის ექიმი.
სწორედ ამიტომ, ევექსი კლინიკებმა გადაწყვიტა, რომ დაეხმაროს ყველას - გაიგონ, სად და როგორ უნდა დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმებს.
ამ მიზნისთვის შეიქმნა სარეგისტრაციო ლინკი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა საიდენტიფიკაციო მონაცემების დატოვებით მოეძებნათ მათი ოჯახის ექიმი რაშიც ჩვენი წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.
პროექტის დაწყებიდან დღემდე 3000-მდე ადამიანმა იპოვა ოჯახის ექიმი.