გაწუხებთ ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ჩამონადენი ცხვირიდან, ცხვირ-სახის ქავილი, თვალების ქავილი, ცრემლდენა, თვალების სიწითლე და სინათლის შიში, ქოშინი და მსტვენავი სუნთქვა თებერვლიდან ნოემბრის თვემდე პერიოდში? თუ ეს მასეა თქვენ სავარაუდოდ პოლინოზი გაქვთ, ანუ ალერგია მცენარის მტვრის მიმართ. ზემოთ აღნიშნული სიმპტომები არის ყველაზე ხშირი გამოვლინებები სეზონური ალერგიის, თუმცა ამ ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს გამონაყარი კანზე და ქავილიც. პოლინოზით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერ ასაკში
საქართველოში მცენარეების ყვავილობა იწყება იანვრის ბოლოდან და გრძელდება ნოემბრის თვემდე. ეს პერიოდი გაყოფილია შემდეგ ნაირად- თავიდან იწყება ხეების ყვავილობა, შემდეგ კი ბალახების და სარეველების ყვავილობა. მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურია სოკოვანი ალერგენებიც.
რატომ არის საჭირო დროული მიმართვა ექიმ ალერგოლოგთან? თუ ავადმყოფს არ ჩაუტარებია სათანადო მკურნალობა, ალერგიული პროცესი ინაცვლებს ქვემო სასუნთქ გზებში, იწყება ხველისა და სულხუთვის შეტევები, ვითარდება ბრონქული ასთმა.
ალერგოლოგთან ვიზიტის დროს იქნება გათვალისწინებული ყველა თქვენი ჩივილი, იქნება შეკრებილი დეტალურად თქვენი ალერგოანნეზი, გენეტიკური მიდრეკილება ალერგოლოგიური დაავადებების მიმართ, რის შემდეგაც ჩატარდება ალერგოლოგიური გამოკვლევები (კანის პრიქ ტესტირება, სისხლის ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში სუნთქვითი ტესტებიც), რის საფუძველზე დაისმევა დიაგნოზი და დაენიშნება მკურნალობა.
ეს ყველაფერი სასურველის ჩატარდეს სეზონის დაწყების 2-3 კვირით ადრე, იმისთვის რომ დაენიშნოს პრევენციული მკურნალობა- ანუ თუ თქვენ წინა წლებში გეწყებოდათ ალერგია მარტის თვეში, თქვენ ექიმთან ვიზიტი უნდა დაგეგმოთ არაუგვიანეს თებერვლის 10 რიცხვისა.
ეს საჭიროა იმისთვის რომ თქვენ უფრო ადვილად და ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ გადაიტანოთ ყვავილობის პერიოდი. შეუძლებელია სრულად აარიდოთ თავი ყვავილის მტვერთან კონტაქტს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია შემცირდეს მისი მავნე ზემოქმედება, თუ დაიცავთ შემდეგ წესებს:
- არ გააღოთ ყვავილობის სეზონის განმავლობაში მანქანის ფანჯრები;
- დახურეთ ფანჯრები ნაშუადღევს, რადგან ამ დროს ჰაერში მაქსიმალურია ყვავილის მტვრის კონცენტრაცია;
- მტვრის მაქსიმალური პროდუქციის პერიოდში შეიკავეთ თავს პიკნიკებისა და ლაშქრობებისაგან;
- დასვენება უმჯობესია ზღვისპირა ადგილებში, სადაც ყვავილის მტვერი ნაკლებია;
- მოერიდეთ თაფლს, რადგან მასში შეიძლება აღმოჩნდეს ყვავილის მტვრისმიერი ალერგენები;
- ნუ მოსწევთ სიგარეტს, რადგან თამბაქოში არსებული ნიკოტინი აუარესებს ცხვირის "გაჭედილობას" და ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოვანის ზემგრძნობელობის განვითარებას.
- იხმარეთ მზის დამცავი სათვალე, პირბადე,
- ხშირად დაიბანეთ სახე და ხელები ,ნესტოები რათა ჩამოიბანოთ ყვავილის მტვერი. შენობაში შემოსვლისთანავე გაბერტყეთ გარე ტანსაცმელი, იმისთვის რომ მტვერი არ შემოიტანოთ შენობაში.
ალერგოლოგთან ვიზიტის დროს, როცა ჩატარდება ალერგოდიაგნოსტიკა და გაირკვევა გამომწვევი ალერგენი ასევე იქნება შესაძლებელი შეიქმნას ინდივიდუალური დიეტა, რადგან ბევრი საკვები პროდუქტი იძლევა ჯვარედინულ რეაქციას მცენარეთა მტვერთან. ყველაფერი ეს კომპლექსში მოგცემთ თქვენ საშუალებას მარტივად გადაიტანოთ ყვავილობის პერიოდი.