ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზია არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მისი ცალკეული ელემენტების განუვითარებლობით. თუ ბავშვს დროულად არ ჩაუტარდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მომავალში შესაძლოა მას სიარულის პრობლემები შეექმნას. სტატისტიკურად ეს პრობლემა 1000-ში 1-2 ბავშვს შეეხება.
ვის აღენიშნება უფრო ხშირად მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია?
- ბავშვებს, რომლებიც ჯდომით წინამდებარეობაში დაიბადნენ;
- მრავალნაყოფიანი ორსულობიდან დაბადებულ ბავშვებს;
- ბავშვებს, რომლის ოჯახებშიც მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი პათოლოგია აღენიშნებოდათ;
- უფრო გავრცელებულია გოგონებში;
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის საეჭვო ნიშნებია:
- განზიდვის შეზღუდვა მენჯ-ბარძაყის სახსარში;
- ბავშვის ფეხების პოზიცია არის არაბუნებრივი ან არათანაბარი;
- ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირზე ნაოჭები ასიმეტრიულია;
- ფეხების მოძრაობის დროს ბავშვი ტირის;
- ერთი ფეხი უფრო მოკლე გვეჩვენება ვიდრე მეორე.
მენჯ-ბარძაყის სახსრის პირველადი დიაგნოსტიკა სამშობიაროში ხორციელდება. 6-12 კვირის ასაკში რეკომენდებულია ორთოპედის კონსულტაცია და/ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპიის ჩატარება.
თუ ექიმი ექოსკოპიურად მსუბიქი ხარისხის დისპლაზიას გამოავლენს, რეკომენდებულია ბავშვის ხშირი მუცელზე დაწოლა, ფეხების განზიდული მდგომარეობით პოზიციაში.
უფრო აქტიური მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დისპლაზიის ხარისხზე, ბავშვის ასაკზე, და ორთოპედის მიერ ინიშნება. ის მოიცავს სპეციალური ორთოპედიული აღჩურვილობის გამოყენებას 2-3 თვემდე, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში, ქირურგიულ ჩარევას.