დემენციის განსაზღვრება: შეძენილი, პროგრესირებადი კოგნიტური ფუნქციების დარღვევაა, რომელიც იწვევს ცნობიერების ხარისხის ცვლილებასა და არა ცნობიერების დონის. დემენცია ეს არის მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, სწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობა"
დემენციის სხვადასხვა ტიპები არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ალცჰაიმერის დაავადება. დემენცია 65 წლის ზემოთ მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს აღენიშნება გამოვლენილი დემენციების 10% არის შექცევადი.
დემენციის სიმპტომებია:
- წონასწორობისა და ბალანსის დარღვევა/ატაქსია
- ტრემორი (კანკალი)
- აკალკულია/ანგარიშის პრობლემები
- აპრაქსია
- ბრადიკინეზია/შენელებული მოძრაობა
- სისუსტე კუნთების
- პაციენტი ვერ ასრულებს საკუთარი ფინანსების მენეჯმენტს.
- მეტყველების დარღვევები
- ყლაპვის გაძნელება
- მეხსიერების დეფიციტი
- გარემოს აღქმის დარღვევა და მხედველობის პრობლემები
- ქცევისა და პიროვნების ცვლილება - დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანებადობა, აპათია, ძილის და მადის დარღვევები, ბოდვითი ჰალუცინაციები.
დემენციის დასადგენად რეკომენდებულია გამოვიკვლიოთ:
- მიმდინარე დაავადება (ჩივილები)
- ნევროლოგიური შემოწმება მათ შორის MMT (Mini Mental Test)
- ანამნეზში საყურადღებოა:
- კარდიოვასკულული და ცერებროვასკულული დაავადებები
- დიაბეტი
- მწვავე და ქრონიკული თავის ტრავმა - აღსანიშნავია დემენცია ფაჯილისტიკა-ბოქსიორების დაავადება, რომლის დროსაც ხშირია თავის ქალას ქრონიკული მსუბუქი, საშუალო და მძიმე ტრავმები; ქრონიკული სუბდურული ჰემატომა, რომელიც 50-70 წლის ასაკში გამოვლინდება, ხშირად მინორული თავის ტრავმის ან ალკოჰოლიზმის, ანტიკოაგულაციის ან ქერქის ატროფიის ფონზე.
- ალკოჰოლიზმი ამ დროს დაუდგენელია წამყვანი ფაქტორი მალნუტრიციაა თუ თავის ტრავმები. ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი.
- მედიკამენტოზური ისტორია (ინსულინი, სედაციურ/ჰიპნოზური, ოპიოიდები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიხოზურები, ჰალუცინოგენები, უნდა განვასხვაოთ ტოქსიური ეფექტები მოხსნის სინდრომებისაგან).
- ფსიქიატრიული მდგომარეობა,
- HIV, სხვა ნეიროინფექციური დაავადებები ნეიროსიფილისი, ლაიმის დაავადება, ტუბერკულოზი და ა.შ სისტემური დაავადებები.
- ოჯახური ისტორია. ჰანტინგტონის დაავადება, ალცჰეიმერი...
დემენციის რამოდენიმე სტადია არსებობს.
საწყის სტადიაზე აღინიშნება მსუბუქი კოგნიტური დარღვევები - არ იწვევს ყოველდღიური ცხოვრების წესის ცვლილებას, MMT ამ დროს შესაძლოა ნორმა იყოს. შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქი მეხსიერების დეფიციტი და ლექსიკის დარღვევები.
მომდევნო სტადიაზე დემენციის სიმპტომები პროგრესირებს, MMT აღწევს 6-17-ს, უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, გაძნელებულია სოციუმში ადაპტაცია. სასურველია ამ სტადიაზე პაციენტები მარტო არ დარჩნენ.
გვიან სტადიაზე მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ 24 საათიანი მეთვალყურეობა, ამ დროს პაციენტი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად თავის მოვლას, ხშირი, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, გაძნელებულია კვება, მეხსიერების მკვეთრი დეფიციტი აღინიშნება, შესაძლოა ავადმყოფი საერთოდ უკონტაქტო იყოს, ხშირია ჰალუცინაცია, პარანოია, ფსიქოზი და ბოდვა.
- არსებობს დაავადებები, რომლებიც იწვევს შექცევად დემენციას:
- ჰიპერ/ჰიპოთირეოიდიზმი,
- B12 -ის დეფიციტი,
- ჰიპერ/ჰიპოგლიკემია,
- ჰიპერ/ ჰიპოკალცემია,
- ურემია,
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია/ მათ შორის ვილსონის დაავადება-ჰეპატოლენტიკულური დეგენერაცია, რომელიც ავტოსომურ რეცესიული გზით გადაეცემა,
- პულმონარული ენცეფალოპათია/ჰიპოვენტიაციის გამო.
- სისტემური დაავადებები/ლუპუსი,ვასკულიტი...
- ფსევდოდემენცია, რომელიც დეპრესიის გამოვლინებაა - ყველაზე ხშირი შეცდომითი დიაგნოზის საფუძველია, როგორც დემენციას ასევე დეპრესიას ახასიათებს: მენტალური შეფერხება, აპათია, საკუთარი თავის ნეგლექტი (უარყოფა), გაღიზიანებადობა, ქცევისა და პიროვნების შეცვლა.
- ნორმოტენზიული ჰიდროცეფალია,შექცევადი მიზეზია დემენციის ახასიათებს კლინიკური ტრიადა:
- დემენცია
- ინკონტინენცია
- სიარულის აპრაქსია
ახასიათებს მენტალური შეფერხება და აპათია, ხოლო გვიანი გამოვლინებაა გლობალური კოგნიტიური დისფუნქცია.
- ინტრაკრანიალური მოცულობითი წარმონაქმნი.
დიფერენციალური დიაგნოზი კეთდება რამდენიმე დაავადებასთან, განვიხილოთ დეპრესია და დელირიუმი.
დელირიუმი VS დემენცია
სიმპტომები |
დელირიუმი |
დემენცია |
ცნობიერების დონე |
შეცვლილი |
ნორმა, შორს წასულ შემთხვევებში იცვლება |
კლინიკური სურათის მიმდინარეობა |
მწვავე , ფლუქტუირებს (მერყეობს), ქვემწვავე |
ქრონიკული |
ავტონომიური ნერვული სისტემის ჰიპერაქტიულობა |
კი |
არა |
პროგნოზი |
შექცევადი |
შეუქცევადი, პროგრესირებადი |
დემენცია VS დეპრესია
სიმპტომები |
დემენცია |
დეპრესია |
დაავადების გამოვლინება |
თანდათანობითი დასაწყისი |
მწვავე |
კლინიკური სურათის მიმდინარეობა |
პროგრესირებადი |
სტაბილური კლინიკა |
დეპრესიის ანამნეზი |
არა |
შესაძლებელია |
სომატური ჩივილები |
არა |
ჰიპოქონდრიაზული ტიპის |
აფექტის დახასიათება |
ვარიაბელური |
დეპრესიული |
ავტონომიური ნერვული სისტემის ჰიპერაქტიულობა |
ნაკლებად |
ხშირად |
სპეციფიურობა |
ღამით ღრმავდება დეპრესიის ხარისხი |
სტაბილური მიმდინარეობა |
ლაბორატორიული მონაცემები |
შეცვლილია |
ნორმაშია |