დედათა და ბავშვთა მოვლა

დედათა და ახალშობილთა სპეციალიზებული − მესამე დონის მოვლის შესაბამისი მომსახურების მიღება შესაძლებელია ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. ასევე თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში 2017 წლიდან ფუნქციონირებს მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც გულისხმობს : მაღალი რისკის ორსულების მართვასა და მცირე წონის ახალშობილთა ინტენსიურ მოვლას
ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს:
- ორსულებისა და მშობიარეებისთვის ფიზიოლოგიურ და მძიმე გართულებების ინტერდისციპლინარულ მაღალსპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას;
- სამეანო და ნეონატალურ მოვლას, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის მქონე ორსულებისა და მშობიარეების პირობებში, მათ შორის, სხვა კლინიკებიდან რეფერირებას;
- ინტენსიურ მოვლასა და კრიტიკული მდგომარეობების მართვას სრულყოფილი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობებით, თერაპიული და ქირურგიული სპეციალისტების ხელმისაწვდომობით;
- ნეონატოლოგიურ სრულ ინტენსიურ სერვისს ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ 20-საწოლიან შესაბამის განყოფილებაში.
ჰოსპიტალში 2012 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე დაიბადა 6000-ზე მეტი ახალშობილი, მომსახურება გაეწია 4000-ზე მეტ მაღალი რისკის ორსულს და 2500-ზე მეტმა ახალშობილმა გაიარა წარმატებული მკურნალობა კლინიკის ნეონატოლოგიურ ინტენსიურ განყოფილებაში.

კლინიკები
ევექსის კლინიკა საბურთალოზე
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 40
ევექსის კლინიკა ცინცაძეზე
თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 24
ევექსის კლინიკა მთაწმინდაზე
თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. N 8
ევექსის კლინიკა ისანში
თბილისი, ე.კაკულიას ქუჩა N 1, შესახვევი 1
ევექსის კლინიკა გურამიშვილზე
თბილისი, გურამიშვილის გამზ. N 64
ევექსის კლინიკა ვაზისუბანში
თბილისი, შანდორ პეტეფის ქ. N 36
ევექსის კლინიკა გლდანში
თბილისი, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ
ევექსის კლინიკა დიდუბეში
თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. N 141ა.
ევექსის კლინიკა ვარკეთილში
თბილისი, ჯავახეთის ქ. N 71
ევექსის კლინიკა დიდ დიღომში
თბილისი, ი. პეტრიწის ქ. N 16
ევექსის კლინიკა ბათუმში
ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N 20
ევექსის კლინიკა ქუთაისში
ქუთაისი, პ.იაშვილის ქ. N 9/11
ევექსის კლინიკა ზუგდიდში
ზუგდიდი, მ.კოსტავას N 1
ჩაქვის სამედიცინო ცენტრი
ჩაქვი, თ.მეფის ქ. N 40, მიმდებარედ