26 ივლისი, 2019

უფასო გინეკოლოგიური კონსულტაციები

ქუთაისის წმ. ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში 5 და 6 აგვისტოს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ლერი აბესაძე ჩაატარებს უფასო გინეკოლოგიურ კონსულტაციებს და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმავს ოპერაციებს. 

აქვს 30 წლიანი პროფესიული მუშაობის გამოცდილება, არის 21 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. 

ამჟამად მუშაობს სანქტ-პეტერბურგში მდებარე ამერიკული კლინიკაში, გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

  • მისამართი: ქ.ქუთაისი, პ. იაშვილის #9
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ნომერზე: 2 55 05 05