ივნისი 12, 2026
ევექსმა ექიმოს ახალი ფუნქციონალები წარადგინა
ექიმო – იცოდე როგორ ხარ
ევექსი მომხმარებლებს განახლებული ციფრული პროდუქტი ექიმო წარუდგინა. ყველასათვის ნაცნობი აპლიკაცია ახალი ფუნქციონალებით დაბრუნდა და სამედიცინო სერვისების მიღების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
ექიმო ევექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციფრული პროექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამედიცინო მომსახურებების მართვისთვის საჭირო ძირითად ფუნქციებს. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ექიმთან ვიზიტის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ონლაინ დაჯავშნა და გადახდა, საკუთარი სამედიცინო ისტორიის ნახვა, ლაბორატორიის ბინაზე გამოძახება და ასევე, ონლაინ აფთიაქით სარგებლობა.
განახლებული აპლიკაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს:
• დაჯავშნონ და გადაიხადონ სამედიცინო მომსახურებები ონლაინ;
• ისარგებლონ ექიმის მომსახურებით რეგისტრატურაში ლოდინის გარეშე;
• მართონ საკუთარი ჯავშნებისა და მიმართვების ისტორია;
• ნახონ ევექსში მიღებული სამედიცინო მომსახურებების სრული ისტორია, მათ შორის კვლევის შედეგები, ექიმის დანიშნულებები და ფორმა 100;
• მიიღონ კლინიკებში მოქმედი ყველა ფასდაკლება, მათ შორის Healthy Club-ის, სოციალური ბარათისა და ევექსის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში;
• ექიმის დანიშნული მედიკამენტები ერთი ღილაკის დაჭერით გადაიტანონ სააფთიაქო კალათაში და შეუკვეთონ სახლში ან გაიტანონ აფთიაქიდან;
• შეიძინონ ჯპს-ისა და ფარმადეპოს ქსელში ხელმისაწვდომი სხვა პროდუქტებიც.
მშობლების მეტი კომფორტისთვის, აპლიკაციის ძირითადი ფუნქციები ხელმისაწვდომია არასრულწლოვანი შვილებისთვისაც, თუ მომხმარებელი ევექსის სისტემაში მეურვედ არის დაფიქსირებული.
ექიმოს აპლიკაციის საშუალებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული მოქალაქეები სრულად შეძლებენ ყველა იმ ფასდაკლებით სარგებლობას, რითაც კლინიკებში სარგებლობენ.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პლატფორმა სრულად ინტეგრირებულია Imedi L-ის ჯანმრთელობის დაზღვევასთან, რაც პროცესების დამატებით გამარტივებას უზრუნველყოფს Imedi L-ის მომხმარებლებისთვის.
ექიმოს ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-სა და Google Play-ში.
ბოლო სიახლეები
დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ
გადადი ბმულზე და მიყევი ინსტრუქციას






