Evex

ევექსის დიდუბის კლინიკა განახლდა


ევექსის დიდუბის კლინიკა განახლდა. წერეთლის გამზირზე მდებარე 10-წლიანი ისტორიის მქონე სამედიცინო ცენტრი ახლა უკვე გაფართოებული სივრცითა და თანამედროვე სტანდარტებით გელოდება.

განახლებულ კლინიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაგხვდება:

  • ყველა სერვისი ერთ სივრცეში: გაზრდილმა ფართმა კლინიკას საშუალება მისცა, დაემატებინა ახალი სამედიცინო მიმართულებები და სპეციალისტები. ეს ნიშნავს, რომ ექიმთან კონსულტაციიდან დაწყებული, ნებისმიერი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევით დამთავრებული, ყველაფრის ჩატარებას ადგილზე, სხვადასხვა ფილიალში სიარულის გარეშე შეძლებ.
  • უახლესი აპარატურა და ნაკლები რიგები: კლინიკაში სრულად შეიცვალა სადიაგნოსტიკო ტექნიკა, ხოლო გაზრდილი სივრცე პაციენტების ნაკადს (როგორც საყოველთაო ჯანდაცვის 40 000-ზე მეტ ბენეფიციარს, ისე კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირებს) ბევრად სწრაფად და კომფორტულად ატარებს.
  • ვიზიტის დაგეგმვა სახლიდან გაუსვლელად: აღარ არის საჭირო კლინიკაში მისვლა რიგის დასაკავებლად — ექიმთან ჩაწერასა და ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაციის მიღებას მარტივად ჩვენი ვებ-გვერდისა და აპლიკაცია „ექიმოს“ საშუალებით შეძლებ.

განახლებული ფილიალის მთავარი მიზანია, დროულად და მარტივად შეძლო ჯანმრთელობის შემოწმება და პრევენციული კვლევების ჩატარება, რაც მომავალში სერიოზული გართულებების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.



ბოლო სიახლეები

დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ

გადადი ბმულზე და მიყევი ინსტრუქციას

ვებგვერდი მუშაობს ბეტა/ტესტირების რეჟიმში.