Evex
თავს მოუარე 360°
თებერვალი 25, 2026

თავს მოუარე 360°


ევექსი აგრძელებს პრევენციული მედიცინის განვითარებას და პაციენტზე ორიენტირებული სერვისების გაფართოებას. ამ სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ წარადგინა ახალი პროექტი — „თავს მოუარე 360°“.

„თავს მოუარე 360°“ აერთიანებს კომპლექსურ და ხელმისაწვდომ გეგმურ გამოკვლევების პაკეტებს, რომლებიც შექმნილია ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და დაავადებების პრევენციის მიზნით. პროექტი პასუხობს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებს და ითვალისწინებს პაციენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს.

სრული გეგმური შემოწმების პაკეტებთან ერთად, ევექსმა ასევე შექმნა მიზნობრივი გეგმური გამოკვლევების პაკეტები, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებზეა ორიენტირებული. მაგალითად: გულის მოვლა, ღვიძლის მოვლა, სქესობრივი ჯანმრთელობის მოვლა, მეტაბოლური მოვლა და სხვა.

ახალი პროექტის დანერგვით ევექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მისიას — ხელი შეუწყოს დაავადებების პრევენციას, ჯანმრთელობის ადრეულ დიაგნოსტიკას და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.

 

სამედიცინო სიახლეთავის მოვლა

დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ

გადადი ბმულზე და მიყევი ინსტრუქციას

ვებგვერდი მუშაობს ბეტა/ტესტირების რეჟიმში.