Evex
ივნისი 11, 2026

ევექსის ახალი პროექტი - ევექსი I ლაბი


საქართველოში პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესი მიმწოდებელი კომპანია ევექსი ახალ ეტაპზე გადადის და სამედიცინო ბაზარზე ახალ ბრენდს — „ევექსი ლაბს“ წარადგენს. 

”ევექსი ლაბი” თანამედროვე ლაბორატორიების ქსელს აერთიანებს და მიზნად ისახავს ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა ხარისხიანი მომსახურება ადამიანებისთვის უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. 

ბრენდის მთავარი კონცეფცია — „უფრო ახლოს“ — ასახავს ევექსი ლაბის ხედვას, რომლის მიხედვითაც თანამედროვე და სანდო ლაბორატორიული მომსახურება უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ და ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. 

ევექსი ლაბის თითოეული სერვისი შექმნილია იმისთვის, რომ პაციენტებმა მიიღონ ზუსტი და სანდო შედეგები, კომფორტულ გარემოში და ზედმეტი სირთულეების გარეშე. 

ქსელის პირველი 5 ლაბორატორია 28 მაისს თბილისის სხვადასხვა უბანში გაიხსნა. წლის ბოლომდე კომპანია დამატებით 15 ლაბორატორიის გახსნას გეგმავს, მომავალში კი ქსელის გაფართოება ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. 

ევექსი ლაბი მომხმარებლებს ბინაზე გამოძახების სერვისსაც სთავაზობს, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველდღიურად, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. 

 

ბოლო სიახლეები

დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ

გადადი ბმულზე და მიყევი ინსტრუქციას

ვებგვერდი მუშაობს ბეტა/ტესტირების რეჟიმში.

ევექსის ახალი პროექტი - ევექსი I ლაბი