უჯრედისის შემცველი დიეტური საშუალებები ყაბზობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის ბავშვებსა და მოზარდებში
რატომ გვჭირდება უჯრედისი?
უჯრედისის გაზრდილი რაოდენობა საკვებ რაციონში არეგულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას და აძლიერებს სავსეობის შეგრძნებას.
ყაბზობის პრევენციისათვის მიღებული საკვები ბოჭკოების სასარგებლო რაოდენობაა ბავშვის ასაკს დამატებული 5-10გრამი უჯრედისი დღეში. ამ რაოდენობაზე მეტ მიღებულ დოზას არ აქვს სარგებელი ყაბზობის მართვაში. მაგ 5 წელი= 5+(5 ან 10 გრ ბოჭკო)
12წლის შემდეგ 20-29 გრამი ბოჭკო დღეში გოგონებისათვის და 20-38 გრამი ბიჭებისათვის.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს საკვები უჯრედისის მეტი რაოდენობით მიღებაში
- უჯრედისის შემცველობის ყველაზე მეტ წყაროს წარმოადგენს მარცვლეულის პური და ცომეული, პარკოსანი და თხილეული, ხილი და ბოსტნეული, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვების სრულფასოვანი ადაპტირებული პროდუქტები.
- შესთავაზეთ ბავშვს სხვადასხვა მაღალი შემცველობის ბოჭკოვანი საკვები მთელი დღის განმავლობაში,
- შეურიეთ მაღალი ბოჭკოს შემცველი საკვები პროდუქტები, იმ ცომეულს რომელიც მოსწონს თქვენს შვილს.
- გამოიყენეთ ყველა მარცვლეულის პური ან თეთრი პური გამდიდრებული ბოჭკოთი( ყავისფერი ბრინჯი, ხორბლის კრეკერი, ქატოს მაფინი, ქერი, ქატოს ცომეული ან შვრია). ნაკლებად გამოიყენეთ თეთრი ფქვილის პური , ცომეული და სხვა სახამებელი.
- შესთავაზეთ უმი ბოსტნეული: სტაფილო, ჯაკამა, ჩერი პომიდორი წასახემსებლად ან საკვებში, მუქი მწვანე სალათის ფურცლებით მომზადებული სალათი.
- შესთავაზეთ ხილი კანით. სორბიტოლის შემცველობის გამო შავი ქლიავი ან მსხალი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ლაქსატივი.
- საჭიროების შემთხვევაში თქვენს შვილს შეთავაზეთ საშუალო რაოდენობით (1/2 ან 1 ჭიქა) სორბიტოლის შემცველი წვენები(შავი ქლიავი, ვაშლი, ან მსხალი) ყოველ დღე, თუმცა გახსოვდეთ ცოცხალი ხილი შეიცავს უფრო მეტ უჯრედისს ვიდრე წვენი.
- შეეცადეთ მთელი დღის განმავლობაში მიიღოს 2-4 ს/კ ქატო ნებისმიერი ფორმით (ქატოს მიღების შემთხვევაში წყლის რაოდენობა უნდა გაიზარდოს 30%-ით).
- დაამატეთ თხილეული ან მარცვლეულის თესლები პურში და სალათებში ან გამოიყენეთ ისინი წასახემსებლად. არ არის რეკომენდებული 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
- წაიკითხეთ საკვების ეტიკეტები და ეძებეთ საკვები რომელშიც თითოეულ პორციაში 3 ან მეტი გრამი ბოჭკო იქნება. დღის განმავლობაში ბავშვის კვება უნდა მოიცავდეს ნებისმიერი მარცვლით ან ქატოთი მომზადებულ 3 პორცია პურს ან ცომეულს.
- ეცადეთ თქვენმა შვილმა 5 ან მეტი პორცია ხილი ან ბოსტნეული (ასევე შეიძლება იყოს ლობიო) მიიღოს დღეში.
- საკვებში უჯრედისის შემცველობის ზრდასთან ერთად გაზარდეთ წყლის რაოდენობა!
ყაბზობის პრევენცია
თუ თქვენს შვილს აქვს ყაბზობა, მიჰყევით ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს. გარდა ამისა ხელი შეუწყეთ თქვენს შვილს მიიღოს 4-8 ჭიქა სითხე დღეში, სასურველია იყოს წყალი, უცხიმო რძე და დაბალი შაქრის შემცველი არაგაზირებული უკოფეინო სასმელები. ზომიერი რაოდენობით ვაშლის , შავი ქლიავის და მსხლის წვენები შეიძლება დაეხმაროს ბავშვს ყაბზობის პრევენციაში.
მაღალი შემცველობის ბოჭკოვანი საკვები
ხილი |
გრამები |
მსხალი 1 ცალი |
4 |
მარწყვი 1 ჭიქა |
3 |
ვაშლი 1 ცალი კანით |
3 |
მშრალი ხილი (მაგ ქიშმიში) 3 ს/კ |
3 |
პაპაია 1 ცალი |
3 |
ატამი |
2 |
ქლიავი 2ცალი |
2 |
მანგო |
2 |
ატამი |
2 |
ავოკადო ½ საშუალო ზომის |
2 |
პომიდორი 1 ცალი საშუალო ზომის |
2 |
ბოსტნეული (უმი ან მოხარშული) |
გრამები |
ჭრელი ლობიო ½ ჭიქა |
4-7 |
ტკბილი კარტოფილი 1 საშუალო ზომა |
4 |
ოსპი ½ ჭიქა |
4 |
ჯიკამა ½ უმი |
3-4 |
გამომცხ. კარტოფილი კანით (საშუალო) |
3 |
სიმინდი ½ ჭიქა |
3 |
ბარდა ½ ჭიქა |
3 |
ბროკოლი ½ ჭიქა |
2 |
კომბოსტო ½ ჭიქა |
2 |
ისპანახი ½ ჭიქა |
2 |
ყვავილოვანი კომბოსტო ¾ ჭიქა |
2 |
სტაფილო 1 ცალი საშუალო ან ½ ჭიქა მომზადებული |
2 |
შვრია შეიცავს უხსნად ბოჭკოს, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია ყაბზობის პრევენციისა და მკურნალობისთვის,