ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. .სქოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. შორს წასულმა ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ყაფაზში მდებარე ორგანოების გულის და ფილტვების ზეწოლა. ძირითად ვლინდება სუნთქვის უკმარისობით.
სქოლიოზი ესაა ხერხემლის პათოლოგიური გამრუდება პირდაპირ პროექციაში და როდესაც გამრუდების კუთხე(კობის კუთხე გადაცდება 10 გრადუსს). თანამედროვე სქოლიოზი არის ძირითადად გოგოების დაავადება. დაახლოებით 10 გოგოზე მოდის 1 ბიჭი
მისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- თავი არაა ტორსის ცენტრში
- განსხვავებულია მხრის დონეები
- ახასიათებს ნეკნოვანი კუზი. ძირითადად მარჯვენამხრივი
- მენჯის ასიმეტრია
- ტორსი წაქცეულია
- გამრუდება ძირითადად „S“ ან „C“ მაგვარია
სქოლიოზის ეტიოლოგია:
- იდიოპათიური -უცნობი მიზეზით 70%
- ნეირომუსკულარული
- თანდაყოლილი 15 %
- ნეიროფიბრომატოზული
- მეზენქიმური დაავადებით გამოწვეული(მარფანის, ეჰლერს-დანლოსისი დაავადება)
- ტრავმა
- ინფექცია
- ოსტეოქონდროდისტროფია
- მეტაბოლური დაავადებები
- სიმსივნეები
ამ დაავადების დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში, საშიში არაფერია, მაგრამ თუ დროზე არ მიმართავთ სპეციალისტს, სქოლიოზი შესაძლოა არა მარტო ადამიანის დამახინჯების, არამედ უამრავი სხვა დაავადების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. სქოლიოზის მხოლოდ 0.5 პროცენტი საჭიროებს ოპერაციული გზით ხერხემლის კორექციას.
მეორადი სქოლიოზი ვითარდება როდესაც ორგანიზმი ნეოროპათიური ან მიოპათიური მდგომარეობიდან გამომდინარე კარგავს ხერხემლის სტაბილურობისთვის საჭირო კუნთოვან მასას და ხერხემალი იღებს მისთვის დამახასითებელ პათოლოგიურ(გადახრილ ) მდგომარეობას. მეორადი სქოლიოზი შეიძლება განვითარდეს კუნთოვანი დისტროფიების, პოლიომიელიტის, ხერხემლის ტრავმის შედეგად როდესაც დაზიანებულია ზურგის ტვინი, მიოტონია, ცერებრალური დამბლის დროს.
მეორადი სქოლიოზის ფორმას მიეკუთვნება ასევე დეგენერაციული ანუ მოზრდილთა სქოლიოზი რომელიც ვითარდება ასაკოვან ადამიანებში და ძირითად განპირობებულია ხერხემლის სვეტის კოლაფსის შედეგად.
დიაგნოსტირება: ხერხემლის გასინჯვა იწყება ჩვეულებრივად ანამნეზის შეკრებით. გასათვალისწინებელია ასევე რიგი ფაქტორების.(სიარულის მანერა, თმიანობა ტანზე, ლაქების არსებობა სხეულზე, ტორსის ფორმა, ტერფების დეფორმაცია). ყველაზე მარტივი გასინჯვის მეთოდია „ადამსის ტესტი“, როდესაც პაციენტი მოხრილია წინ და ექიმს აქვს შესაძლებლობა შეაფასოს ზურგის ასიმეტრია და კუზის არსებობა. ამის შემდეგ დგება საკითხი რენტგენოლოგიური კვლევისა. რენტგენოლოგიურად სქოლიოზი იზომება „კობის“ კუთხეებით
მკურნალობა:
- 10- 25 გრადუსამდე საჭიროებს დაკვირვებას დინამიკაში და სამკურნალო ფიზკულტურას დღეში 1 საათი და ცურვა
- 25(30)-40(45) გრადუსამდე საჭიროებს სპეციალურ ხერხემლის კორსეტს რომელიც ინდივიდუალურად შეკერილი იქნება პაციენტისთვის და რომელიც უნდა ატაროს დღეში 22 საათი და ასევე სამკურნალო ფიზკულტურა
- ოპერაციული მკურნალობა 40-45 გრადუსზე და ზევით.
ოპერაციული მკურნალობიდან ყველაზე ხშირია უკანა მიდგომით ხერხემლის სტაბილიზაცია, დეროტაცია, კომპრესია, დისტრაქცია მეტალოკონსტრუქციის (ტრანსპედიკული ჭანჭიკების)გამოყენებით.
ყველაზე კარგი ასაკი სქოლიოზის ოპერაციული მკურნალობის არის 12-14წ და გამრუდების კუთხე 40-50 გრადუსი.
მთავარია დროული და სწორი დიაგნოსტირება რათა თავიდანვე იქნეს სქოლიოზის პროგრესირების განვითარების რისკი მინიმუმადე დაყვანილი.