საფენის ქვეშა დერმატიტი

რჩევები ახალშობილის მოვლა

რა არის საფენის ქვეშა დერმატიტი

საფენის ქვეშა დერმატიტი არის კანის ყველაზე ხშირი პრობლემა ჩვილობის ასაკში. იგი წარმოადგენს  კანის ნებისმიერ ცვლილებას იმ არეში, რომილიც საფენთან კონტაქტში შედის(დუნდულები, სასქესო ორგანოების არე, მუცელი, საზარდულები, ბარძაყები). უმრავლეს შემთხვევაში საფენის ქვეშა დერმატიტი კონტაქტური დერმატიტია, თუმცა ზოგჯერ იგი შესაძლოა სხვა დაავადებასაც წარმოადგენდეს: სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია, სებორეული ან ატოპიური დერმატიტი და სხვა.

რა იწვევს?

საფენის ქვეშა დერმატიტს ხშირად ბავშვის შარდი და განავალი იწვევს, ამიტო დიარეის(კუჭის აშლილობის) დროს, ან მაშინ როცა ბავშვი იღებს ანტობიოტიკებს ან სხვა მედიკამენტებს, ამის რისკი იზრდება. კანი შესაძლოა ასევე პარფიუმერიამ და საფენის საღებავმა ნივთიერებებმა გააღიზიანოს.

სიმპტომები

ბავშვის კანის სიწითლე, ტკივილი, აქერცლა, ქავილი. ხანდახან გამონაყარი ბუშტუკოვანია. თუ გამონაყარი საფენის ქვეშა არეს გასცდება, სავარაოდოდ ეს სხვა დაავადების ნიშანია და უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

დაავადების მიმდინარეობა უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქია და შესაძლებელია სახლში მკურნალობა, თუ რამდენიმე დღის შემდეგ  მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და დაავადებას სხვა სიმპტომებიც დაერთო.  მაგ. სიცხე და ჭირვეულობა. საჭირო გახდება  ექიმის რჩევა.

როგორ ვიკურნალოთ საფენის ქვეშა დერმატიტს?

  • ხშირად გავხსნათ საფენი და გავანიავოთ;
  • ხშირად გამოვცვალოთ საფენი, 2-3 საათში ერთხელ, ან დაბინძურებისას;
  • ერიდეთ სველი ხელსახოცების გამოყენებას;
  • კანი ჩამობანეთ თბილი წყლით და შემდეგ გაამშრალეთ რბილი ტილოთი;
  • საპონი უსუნო და თხევადი გამოიყენეთ;
  • ყოველი დაბანის შემდეგ გამოიყენეთ სპეციალური საფენის ქვეშა დამცავი კრემი ან მალამო. თუ კანის ანთება ძლიერაა გამოხატული, ექიმი პატარას სპეციალურ სამკურნალო მალამოს დაუნიშნავს. მოსინჯეთ სხვა ბრენდის საფენი, პატარა შესაძლოა ალერგიული იყოს რომელიმე კომპონენტის მიმართ.

პროფილაქტიკა

ბავშვს საფენი ხშირად შეუცვალეთ. ბავშვთა ჰიგიენური ხელსახოცები არ უნდა შეცავდეს სპირტს და არ უნდა ჰქონდეს სუნი.  მაქსიმალურად ეცადეთ, ბავშვის ჰიგიენისთვის წყალი გამოიყენოთ, სველი ხელსახოცების გამოყენება აღიზიანებს კანს. ყოველთვის გამოიყენეთ საფენის ქვეშა დამცავი მალამო.