რომელია 3 ყველაზე გავრცელებული რევმატოლოგიური დაავადება და როგორ ვუმკურნალოთ მათ?
რევმატოლოგიური პრობლემები ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიგში დგას. ისინი მულტიფაქტორულია და მათი ძირითადი გამომწვევი მიზეზებია მემკვიდრეობითი განწყობა, თანდაყოლილი განვითარების ანომალიები, ჰიპოდინამია - უმოძრაობა, ხშირი გაციებები, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა. ასევე, მაპროვოცირებელია ორსულობა და მშობიარობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სქესი და ცხოვრების არაჯანსაღი წესი.
რევმატოლოგიურ დაავადებებზე ევექსი კლინიკების ექიმი ლალი მაკარიძე საუბრობს. ის საქართველოს ახალგაზრდა რევმატოლოგთა გაერთიანების იმერეთის რეგიონული კოორდინატორია. არის საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ლექტორი. მას სამედიცინო სფეროში 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ძირითადად რევმატოლოგიური დაავადებები დამოკიდებულია ასაკობრივ კატეგორიებზე. განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში, გვხვდება სხვადასხვა სახის რევმატული პათოლოგიები. მინდა გამოვყო 3 ყველაზე გავრცელებული რევმატოლოგიური დაავადება. ესენია :
ქრონიკული აუტოიმუნური ანთებითი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს სახსრების მნიშვნელოვანი დეფორმაციით და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მოშლით. დაავადების პროცესში ხდება სახსრის დესტრუქციული ცვლილებები, რაც ვიზუალურადაც შესამჩნევი ხდება.
ძირითადად ზიანდება მტევნის, ტერფის წვრილი სახსრები, თუმცა პროცესში შეიძლება ჩაერთოს პრაქტიკულად ყველა სახსარი. დაავადებას ახასიათებს: საერთო სისუსტე, წონაში კლება, დილის შებოჭილობა, წვრილი სახსრების შეშუპება, დეფორმაცია, ტკივილის სიმეტრიულობა.
დაავადებას, ასევე ახასიათებს სისტემური ანუ არასახსროვანი გამოვლინებები: ფილტვების, თვალის დაზიანება, რევმატოიდული კვანძების გაჩენა.
საბედნიეროდ, რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა გარკვეულ ჩარჩოში მოექცა. ჩვენი ძირითადი მიზანია დაავადების მყარ რემისიაში გადაყვანა. მკურნალობა კომპლექსურია, რაც მოიცავს როგორც მედიკამენტურ მკურნალობას, ასევე ფიზიოთერაპიულ საშუალებებს, ზოგად გამაჯანსაღებელ პროცედურებს და ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებას.
ოსტეოართროზი
სახსრების ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც დეგენერაციული ხასიათის ცვლილებები წარმოიქმნება სახსრის ხრტილში. იწვევს ძვლის სუბქონდრულ ცვლილებებს, მის გასქელებას (ოსტეოსკლეროზი) და წანაზარდების (ოსტეოფიტების) განვითარებას.
ოსტეოართროზი უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მემკვიდრეობითი ფაქტორები, ასაკი, ჭარბი წონა, მჯდომარე რეჟიმი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, სახსრების თანდაყოლილი დეფექტები.
ოსტეოართროზის დროს ძირითადად ზიანდება: მუხლის, მენჯ-ბარძაყის, წინა ტერფ- ფალანგის და მტევნის სახსრები. ახასიათებს ტკივილის წარმოქმნა სახსარზე, რომელიც ძლიერდება კიდურის დატვირთვის, ხანგრძლივი დგომის დროს.
დაავადების დადგენაში მნიშვნელოვანია დაზიანებული სახსრის რენტგენოგრაფია სხვა კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად.
მკურნალობა კომპლექსურია, როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფიზიო პროცედურები, მასაჟი, ცურვა, სხეულის წონის კორექცია.
პოდაგრული ართრიტი
ეს უძველესი დაავადებაა. პოდაგრა ბერძნული სიტყვაა და ქართულად ფეხის ხაფანგს ნიშნავს. მისთვის ძირითადად დამახასიათებელია ქვედა კიდურის სახსრების დაზიანება და ძირითადად უვითარდებათ მამაკაცებს 30-40 წლის ასაკში. პოდაგრა არის ორგანიზმის მეტაბოლური დაავადება, რომელიც განპირობებულია პურინული ცვლის დარღვევით. ხასიათდება სისხლში შარდმჟავა კონცენტრაციის მომატებით, ასევე, სახსრებში და მიმდებარე ქსოვილებში ურატების დაგროვებით. როდესაც შარდმჟავას კონცენტრაცია სისხლში ხანგრძლივად იმატებს, ხდება კრისტალური ურატების ჩალაგება ძვლის სახსროვან ნაწილში- მყესში, ხრტილში და წარმოიქმნება მრავლობითი კვანძები, ანუ ტოფუსები.
პოდაგრას დროს ვითარდება მწვავე ანთებითი პროცესი და იწყება შეტევა, მწვავე ტკივილი, რომელიც ძირითადად ღამით, ქვედა კიდურებში ვითარდება. გამოხატულია შეწითლება, შესიება, კანს აქვს მოლურჯო და მბზინვარე ელფერი. პოდაგრის მკურნალობისას მნიშნვნელოვანია დიეტო-თერაპია, პურინებით მდიდარი საკვების გამორიცხვა, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა და მედიკამენტოზური თერაპია.
რა ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა საჭირო რევმატოლოგიური დაავადებების დასადგენად?
ვინაიდან საკმაოდ მრავალრიცხოვანია რევმატული პათოლოგიების ჩამონათვალი სხვა კომპლექსურ კვლევებთან ერთად, დაავადებების დასადასტურებლად მნიშვნელოვანია შემდეგი ლაბორატორიული კვლევები :
ეს კვლევები გვაძლევს საშუალებას, რომ კლინიკურ ჩვენებებთან ერთად განვსაზღვროთ, ამა თუ იმ რევმატული პათოლოგიის არსებობა. ამ ანალიზებში ცვლილებები უკვე არის სიგნალი იმისა, რომ საჭიროა შესაბამისი სპეციალისტის ჩარევა და დაავადების მკურნალობა.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რევმატოლოგიური დაავადებებისგან გამოწვეული სავალალო შედეგები, რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ პაციენტმა მიმართოს სპეციალისტს, ჩატარდეს კვლევა და მოხდეს იმის დადგენა, არის თუ არა ის რევმატული და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების რისკ ჯგუფში.

- ოსტეოართროზი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- პოდაგრა.

- C რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში;
- შარდმჟავას განსაზღვრა სისხლში;
- რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში;
- ანტი- CCP;
- სახსრის რენტგენოგრაფია.