ორსულთა კვების რაციონი უნდა შეიცავდეს ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებსა და ცხიმს უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე არაორსული ქალებისათვის. ნაყოფი და პლაცენტა ორსულობის განმავლობაში (განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 6თვე) მოიხმარს დაახლოებით 1კგ.ცილას. ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად ორსულმა უნდა მიიღოს დღიურად 1,1გ ცილა 1კგ.სხეულის წონაზე , რაც მცირედით მეტია, ვიდრე რეკომენდებული ცილის რაოდენობა არაორსულებისათვის-0,8გ/კგ/დღეში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა მიიღოს ცხოველური წარმოშობის ცილები რადგან მცენარეული და ცხოველური ცილები განსხვავებულია, რაც განპირობებულია მათში შეუცვლელი ამინო მჟავების კონცენტრაციით. სწორედ ცხოველური ცილები ითვლება სრულფასოვან ანუ მაღალხარისხოვან ცილებად, რადგან შეიცავს ყველა იმ ცხრა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია მუცლად მყოფი ნაყოფის ზრდისა და ქსოვილების განახლებისათვის. ხოლო მცენარეული ცილები არასრულფასოვანია, რადგან მათში არის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე შეუცვლელი ამინო მჟავა. იმ შემთხვევაში, თუ ორსული ვერ ღებულობს საკმარისი ოდენობით ცხოველურ ცილებს(მაგ. ვეგეტარიანელი), ამ დანაკლისის შევსება შესაძლებელია სოიოს პროდუქტების გაძლიერებული გამოყენებით და მეტი ოდენობით რძის პროდუქტების მიღებით.
ნახშირწყლების რეკომენდებული დიეტური ნორმა ორსულობის დროს არის 175გ/დღეში, არაორსულებში ეს მაჩვენებელი 130გ/დღეში ტოლია.
ცხიმები - არ არის დადგენილი ორსულობის დროს გამოსაყენებელი ცხიმების ტიპი და რაოდენობა; რეკომენდებულია მხოლოდ ტრანს ცხიმოვანი მჟავების გამოყენების შეზღუდვა/აკრძალვა;
გარდა ამ ნივთიერებებისა, დღიურ რაციონში უნდა შედიოდეს საკვანძო ( ძირითადი) ვიტამინების/მინერალები:
- რკინა – 27 mg
- კალციუმი – სულ მცირე 250 mg (elemental calcium 1000 mg დღეში)
- ფოლიუმი – მინიმუმ 0.4 mg (0.6 mg მეორე და მესამე ტრიმესტრში)
- იოდი – 150 mcg
- ვიტამინი D – 200 - 600 სე
კალციუმი (250მგ) მნიშვნელოვანია როგორც ორსულის, ასევე მუცლად მყოფი ნაყოფის ძვლებისა და კბილების გასაძლიერებლად; კალციუმის ძირითად წყაროს წარმოადგენს: რძე, მაწონი, იოგურტი;
რკინა( 27მგ) -ეხმარება სისხლის წითელ უჯრედებს ნაყოფთან ჟანგბადის მიტანაში; მის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს: მჭლე ხორცი, ხმელი ლობიო და ბარდა, ქლიავის წვენი ;
ფოლიუმი(400-600მკგ) - საჭიროა სისხლის და ცილების წარმოქმნისათვის, ხელს უწყობს ფერმენტების ფუნქციონირებას; ფოლიუმის წყაროს წარმოადგენს - მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ღვიძლი, ფორთოხლის წვენი , პარკოსნები და თხილი;
ვიტამინი D(200-600 სე) - ხელს უწყობს ბავშვის ძვლების და კბილების განვითარებას, წყაროა-მზის სხივები, D ვიტამინით გაჯერებული რძე, ცხიმიანი თევზი.
შენიშვნა: არ არის საჭირო ყველა საჭირო ნივთიერების მთლიანი რაოდენობის მიღება ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა ეს საჭირო ნივთიერებები მიიღოს ძირითადი პროდუქტებიდან და იკვებოს მრავალფეროვანი საკვებით. საჭირო ნივთიერებების ძირითად წყაროს წარმოადგენს: ბოსტნეული, ხილი, რძე და რძის პროდუქტი, მარცვლეული ხორცი, ლობიო და კვერცხი, ცხიმი და ზეთი
რამდენი საკვები უნდა მიიღოთ? ანუ საკვების რაოდენობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის თუ რას მიირთმევთ. დაბადებისას ახალშობილის წონის განმსაზღვრელ ერთადერთ და ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს ორსულის მიერ მიღებული კალორიების რაოდენობა განსაზღვრავს. რეკომენდებულია, ორსულობის მეორე ტრიმესტრში კალორიების დღიური მოხმარების გაზრდა 340კკალ/დღეში, ხოლო მესამე ტრიმესტრში კი- 452 კკალ/დღეში. მაგ. 300 კკალ შეიცავს ერთი ჭიქა უცხიმო რძე და ნახევარი სენდვიჩი. დღის განმავლობაში ჯანსაღი წახემსების გზით მიღებული დღის საკვების ნორმა კვების ყველაზე სწორი მეთოდია. უფრო ადვილია საკვების მცირე ულუფებით მიღება, ვიდრე სამჯერად კვებაზე განაწილებული დიდი ოდენობით.
რომელი კვების პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს? გაგრძელაბა შემდეგ კვირაში