შუილი - პრობლემა, რომლის გამოც მშობლები ხშირად მიმართავენ ბავშვთა კარდიოლოგს, და ზოგჯერ უსაფუძვლოდ ღელავენ, თუმცა ზოგჯერ მას აქვს მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელსაც თერაპიული ან ქირურგიული მკურნალობა ჭირდება.
შუილი ეს არის ხმა რომელსაც ექიმი ისმენს ფონენდოსკოპით გულის აუსკულტაციისას (გასინჯვისას) მისი ხმიანობა ხშირად მიგვანიშნებს ამათუ იმ პათოლოგიაზე ან არის მშვიდობიანი - ნორმალური.
კარგი იქნება მშობელმა იცოდეს, რომ არსებობს სამი სახის შუილი :
- ორგანული
- კარდიოპათიური
- ფუნქციური
ორგანული შუილი მიუთითებს გულის მნიშვნელოვანი დაზიანებაზე.
კარდიოპათიური შუილი მიგვანიშნებს რომ გულზე რაღაც დაზიანება და ამიტომ აუცილებელია საფუძვლიანი კვლევა.
ფუნქციური ხასიათის შუილი არის მშვიდობიანი შუილი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არ არის პათოლოგიის ნიშანი, მხოლოდ იშვიათად არის ეს შუილი განპირობებული გულის მნიშვნელოვანი პათოლოგიით.