ბავშვთა სიმსუქნე

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

დეფინიცია

ბავშთა სიმსუქნე არის სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვებზე და მოზარდებზე. ეს ხდება მაშინ როდესაც ბავშვის წონა აჭარბებს ნორმას მის ასაკთან და სიმაღლესთან მიმართებაში.

სიმსუქნე ბავშვებში განსაკუთრებულად საგანგაშოა, რადგან მომატებული კილოგრამები ზრდიან ბავშვებში ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებსაც ადრე უმეტესად მოზარდობის ასაკში ვხდებოდით, ესენია: დიაბეტი, მაღალი წნევა და მაღალი ქოლესტერინი. ასევე ამ ასაკში სიმსუქნეს ხშირად მივყავართ დეპრესიამდე.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბავშვობაში სიმსუქნის შემცირებისთვის არის ოჯახში კვების რაციონის მოწესრიგება და ფიზიკური დატვირთვა. სიმსუქნის მკურნალობა და პრევენცია გაძლევთ საშუალებას დაიცვათ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა ახლა და მომავალში.

სიმპტომები

ყველა ბავშვი რომელსაც აქვს ზედმეტი წონა არ არის ჭარბ წონიანი. რადგან განვითარების სხვადასხვა პერიოდში არსებობს დადგენილი ნორმები, რის მიხედვითაც ფასდება სიმსუქნე. აქედან გამომდინარე მხოლოდ შეხედვით თქვენ სწორად ვერ შეაფასებთ თქვენს შვილს აქვს თუ არა წონასთან დაკავშირებული პრობლემა.

გამომწვევი მიზეზები

ცხოვრების რეჟიმი - ფიზიკური აქტიურობის სიმცირე და დიდი რაოდენობით კალორიების მიღება, საკვები და სხვადასხვა სახის სითხეების მიღება - ბავშვებში სიმსუქნის განვითარების მთვარი მიზეზებია, მაგრამ გენეტიკურ და ჰორმონალურ ფაქტორებსაც აქვთ დაავადებაზე ზეგავლენა, მაგ. კველევებით დადგინდა რომ ცვლილებებს საჭმლის მომნელებელ ჰორმონებში შეიძლება გავლენა ქონდეთ შეგრძნებით სიგნალებზე, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვგრძნოვთ დანაყრებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ რომ არსებობს გენეტიკური და ჰორმონალური ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ბავშვის სიმსუქნისკენ მიდრეკილებას.

რისკ ფაქტორები

კვების რაციონი - მაღალ კალორიული საკვების მიღება, სწრაფი კვების ობიექტებში ჭამა, ცომეული, ტკბილეულობა და გამაგრილებელი სასმელების ჭარბად მიღება, ყველაფერი ეს ზრდის ბავშვებში სიმსუქნის განვითარებას.

ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა - ბავშვები რომლებიც არ არიან აქტიურები მიდრეკილები არიან სიმსუქნისკენ, რადგან ვერ ხდება კალორიების დაწვა. წონის მომატებას ხელს უწყობს ჰიპოდინამიური ცხოვრების სტილი - ტელევიზორის ხანგრძლივი ყურება და კომპიუტერული თამაშები.

ოჯახური ისტორია -  თუ ოჯახურ ისტორიაში არის ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები და ბავშვი იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც მუდმივად მაღალკალორიული საკვებია და ფიზიკური ვარჯიშის ნაკლებობა, ესეთი ბავშვები მიდრეკილები არიან სიმსუქნისკენ.

ფსიქოლოგიური ფაქტორები -  ბავშვები ხშირად ბევრს ჭამენ პრობლემურ და სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად. უმეტესად იგივე ჩვევები აღენიშნებად მშობლებაც.

სოციოეკონომიური ფაქტორები -  ხშირად სიმსუქნის მიზეზებია სოციოეკონომიური ფაქტორები, როდესაც ხშირ გამოყენებაშია სწრაფი კვება, როგორიცაა გაყინული საკვები, კრეკერები, ორცხობილები და ა.შ და ვარჯიშისთვის უსაფრთხო გარემოს არ ქონა.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

თუ თქვენ წუხხართ იმაზე რომ თქვენი შვილი იმატებს წონაში, მაშინ უნდა მიმართოთ ბავშთა ექიმს, რომელიც შეაფასებს თქვენი შვილის ზრდისა და განვითარების ისტორიას, თქვენს ოჯახურ ისტორიას წონა/სიმაღლის თანაფარდობის მხვრივ და განსაზღვრავს თქვენი ბავშვის წონა ზრდის დიაგრამებში ნორმის ფარგლებში ჯდება თუ ცდება ნორმას.

თქვენი ბავშვის ექიმი დაგეხმარებათ იმის დადგენაში თქვენი შვილის წონა არის თუ არა ჯანმრთელობისათვის საშიში. ამისთვის ექიმები გამოიყენებენ სიმაღლის და წონის შეფარდების დიაგრამებს და საჭიროებისას სხვა ტესტებს (იხ.დიაგრამა).

დიაგნოსტიკური საშუალებები

ექიმი სხეულის მასის ინდექსის (Body Mass Index BMI) გამოთვლით, გაარკვევს თქვენი შვილის წონა რამდენად ცდება მისი ასაკის წონის და სიმაღლის ნორმებს.

ზრდის დიაგრამების მეშვეობით ექიმს ექნება შესაძლებლობა დაადგინოს თქვენი შვილის მონაცემები ამ ასაკის ბავშვებთან მიმართებაში რამდენად ცდება ნორმებს.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების მიერ დადგენილია:

BMI შესაბამის ასაკთან მიმართებაში 85 – 95-ს შორის - ჭარბი წონა,

BMI შესაბამის ასაკთან მიმართებაში - >95 -ზე - სიმსუქნე.

BMI-ს და ზრდის დიაგრამების გარდა ექიმი გამოიკვლევს: ოჯახურ ისტორიას წონასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვა დაავადების მხვრივ. მაგ:

  • დიაბეტი;
  • ბავშვის ჩვევები საკვებთან მიმართებაში;
  • ბავშვის აქტიურობის დონე;
  • ბავშვის სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.
  • სისხლის ტესტები:

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და სიმსუქნესთან ასოცირებული სხვა პრობლემების არსებობაზე. მკურნალობა ხშირად მოიაზრებს კვების რაციონის შეცვლას და ფიზიკური აქტიურობის გაზრდას. კონკრეტულ სიტუაციებში მკურნალობა შეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა წამლების გამოყენებისგან ან ქირურგიული ჩარევისგანაც კი.

მშობლის თანადგომა

  • გაიზიარეთ თქვენი შვილის გრძნობები და საჭიროებები;
  • შეაქეთ თქვენი შვილის ძალისხმევა წონასთან დაკლების მცდელობებში;
  • ელაპარაკეთ თქვენს შვილს მის გრძნობებზე;
  • დაეხმარეთ თქვენს შვილს მიზნებზე კონცენტრირებაში;
  • იყავით მომთმენი.

პრევენცია

  • შეამცირეთ ბავშვისთვის ტკბილი გამაგრილებელი სასმელების მოხმარება;
  • მიაწოდეთ ბავშვს საკმარისი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული;
  • შეეცადეთ ხშირად მიირთვათ საკვები ოჯახის ყველა წევრთან ერთად;
  • შეამცირეთ კვება სახლს გარეთ, სწრაფი კვების ობიექტებში;
  • ასაკთისთვის შესაბამისი ულუფები;
  • შეამცირეთ ტელევიზორის ყურება და კომპიუტერული თამაშები დღეში 2 საათამდე.