ანტიბიოტიკების გამოყენება

რჩევები მოზრდილები

ნტიბიოტიკი არის პრეპარატი, რომელსაც ექიმი ნიშნავს ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ. 1940 წლიდან ანტიბიოტიკი ითვლება ბაქტერიულ ინფექიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად. მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლისა და  პრევენციის (CDC) ცენტრის  მონაცემებით, ნახევარზე მეტ შემთხვევებში ანტიბიოტიკები ინიშნება ჩვენების გარეშე.

ანტიბიოტიკები არაეფექტურია ვირუსების სამკურნალოდ და არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ მიმართულებით.

ანტიბიოტიკების არამიზნობრივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბაქტერიას მასზე ჩამოუყალიბდება რეზისტენტობა, რის შედეგადაც ანტიბიოტიკი იქნება არაეფექტური მოცემული დაავადების სამკურნალოდ, ეს კი თავისთავად უფრო მეტ ზიანს აყენებს ორგანიზმს.

რა არის ანტიბიოტიკებზე რეზისტენტობა?

ანტიბიოტიკებზე რეზისტენტობა, არის თანამედროვე ჯანდაცვის აქტუალური პრობლემა. რეზისტენტობის დროს ბაქტერია ისე იცლის თავის თვისებას, რომ მასზე ვეღარ მოქმედებს კონკრეტული ანტიბიოტიკი. ამ ცვლილების შედეგად ბაქტერია გადარჩება, განაგრძობს ზრდას და გაძლიერებას.

თუ თქვენ იღებთ ანტიბიოტიკებს, მაგრამ მისი მიღების რეალური აუცილებლობა არ არის ეს ანტიბიოტიკი კარგავს თავის ფუნქციას, ბაქტერია ხდება ძლიერი, რომელიც აღარ ემორჩილება შესაბამისი ანტიბიოტიკის მოქმედებას.

როგორ ავიცილოთ თავიდან ანტიბიოტიკების რეზისტენტობა?

  • ნუ ეცდებით თქვენს ექიმს გამოაწერინოთ წამალი, რომელიც არ გესაჭიროებათ
  • ხელის ხშირი დაბანით თქვენ თავიდან აიცილებთ ინფექციის გავრცელებას. ხელი დაიბანეთ თბილი წყლით 20 წამის განმავლობაში.
  • არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ვირუსული ინფექციის დროს.
  • დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი - ზომიერი კვება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, დასვენება.
  • არ მიიღოთ სხვისთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი
  • არ დალიოთ წინა ინფექციის დროს დანიშნული ანტიბიოტიკი
  • თუ დანიშნული გაქვთ ანტიბიოტიკი აუცილებლად დალიეთ ბოლომდე მიუხედავად იმისა თუ თავს გრძნობთ უკეთესად.


როდის მიიღოთ ან არ მიიღოთ ანტიბიოტიკი?

ანტიბიოტიკის მიღება დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის ინფექცია გაქვთ. პირველ რიგში უნდა გაგსინჯოთ ექიმმა რათა დადგინდეს რა სახის ინფექცია გაქვთ ვირუსული თუ ბაქტერიული.

  • ვირუსული ინფექცია და გრიპი


ვირუსები იწვევენ დაავადებებს. ანტიბიოტიკები არ კურნავენ ვირუსებით გამოწვეულ დაავადებებს. არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც გაციების და გრიპის სიმპტომებს კურნავს.

დაიმახსოვრეთ: აუცილებლად დაელაპარაკეთ ექიმს ან ფამაცევტს იმ მედიკამენტენზე რასაც დაავადებამდეც იღებდით.

  • ყელის ტკივილი


ვირუსებს ტიპიურად ახასიათებს ყელის ტკივილი თუმცა სტრეპტოკოკული ინფექციაც იწვევს ყელის ტკივილს. ამ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა სწრაფი ტესტის საშუალებით უნდა დაადასტუროს ბაქტერიული ინფექციის არსებობა.

  • დანამატი ღრუების ინფექცია


ორივემ როგორც ბაქტერიამ ისე ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს დანამატი ღრუების ინფექცია. თუ თქვენ გაქვთ მოყვითალო ან მომწვანო გამონადენი ცხირიდან გესაჭიროებათ ანტიბიოტიკი და აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ექიმის კონსულტაცია.

  • ყურის ინფექცია


ყურის ინფექციის დროს ანტიბიოტიკის დანიშვნა ყოველთვის არ არის რეკომენდირებული.

  • ხველა და ბრონქიტი


ვირუსები ხშირად იწვევენ ხველას ან ბრონქიტს. განსაკუთრებით მაშინ როდესაც თუ ადრეც გაწუხებდათ ფილტვის პრობლემა. დიდია  ალბათობა იმისა, რომ ბაქტერიული ინფექცია დაერთო დაავადებას. ამიტომ შემთხვევაში ანტიბიოტიკის დანიშვნა საჭირო იქნება.

ანტიბიოტიკების სათანადო გამოყენება


როდესაც ანტიბიოტიკი გაქვთ დანიშნული უნდა გააკეთოთ შემდეგი:

  • აუცილებლად შეატყობინოთ ექიმს ალერგიის არსებობაზე - მაგ: პენიცილინზე (თუ არსებობს ასეთი),  სანამ მკურნალობა დაინიშნება. ქალებმა უნდა გააფრთხილონ ექიმი ორსულობის არსებობაზე. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ანტიბიოტიკის მოხმარებისას ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოქმედება სუსტდება,
  • მიიღეთ დანიშნულება ზუსტად. დანიშნულების არ შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ინფექციის გახანგრძლივება.
  • გამოკითხეთ ფარმაცევტს მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ.
  • იმის გამო, რომ ზოგიერთი საკვები და ანტიბიოტიკი ერთად ცუდად მოქმედებენ გაარკვიეთ ექიმთან წამლის მიღების წესი.
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ მედიკამენტი ინახებოდეს შესაბამისი წესების დაცვით.


ანტიბიოტიკი ეფექტურია ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგოდ. თუ დაცული იქნება მათი შენახვის წესი და გამოიყენებთ დანიშნულებისამებრ ანტიბიოტიკი ინფექციებთან ბრძოლის ყველაზე კარგი გზაა.