დღეიდან ევექსის ბათუმის კლინიკაში (სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N 20) დენსიტომეტრიის ჩატარებას შეძლებ.
რა არის დენსიტომეტრია?
დენსიტომეტრია არის სადიაგნოსტიკო პროცედურა, რომლის საშუალებითაც იზომება ძვლის მინერალური სიმკვრივე. ეს არის ოქროს სტანდარტი ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისათვის. კვლევა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ძვლის სიმკვრივის დაქვეითება მანამ, სანამ გამოვლინდება კლინიკური სიმპტომები, ან მოხდება მოტეხილობა.
რა ტიპის დაფინანსება ვრცელდება ევექსის ბათუმის კლინიკაში და ვის შეუძლია ისარგებლოს?
დენსიტომეტრიის სტანდარტული ღირებულიების ნაცვლად შესაძლებელია 150 ლარიანი ვაუჩერით სარგებლობა, რის შედეგადაც აღნიშნული გამოკვლევა სრულად დაფინანსდება.
ბათუმის ევექსში დენსიტომეტრიით სტანდარტული ფასიანი მომსახურების გარდა, ვრცელდება ვაუჩერით მომსახურებაც, რაც გულისხმობს კვლევის სრულად დაფინანსებას.
აღნიშნული სერვისი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე (50+ ასაკის ქალი ან 60+ ასაკის კაცი), რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ (რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, ონკოლოგი, ოჯახის ექიმი და სხვა) მიმართვის/ფორმა-100-ის საშუალებით ხდება მათი რეფერირება დენსიტომეტრიის კვლევაზე და ამავდროულად აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ 1 კრიტერიუმს:
• სტეროიდული ჰორმონის ხანგრძლივად მიღება (3 და მეტი თვე)
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი)
• თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
• ქიმიო, ჰორმონო ან სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი
• წარსულში მოტეხილობა
• სიმაღლეში კლება
• წონის დეფიციტი
მომსახურება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით, რომელსაც გასცემს“სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”.
მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 150 ლარს.
უკვე დიაგნოსტირებული ოსტეოპოროზის შემთხვევაში კვლევა არ დაფინანსდება.