რატომ არის მნიშვნელოვანი წინასწარი ინფორმაციული და ფიზიკური მზაობა?
დროული გამოკვლევები გაძლევთ საშუალებას
- დაიწყოთ დროული მკურნალობის პროცესი, გააძლიეროთ იმუნიტეტი, რაც ინფიცირების შემთხვევაში ასეთი მნიშვნელოვანია
- დაინფიცირების შემთხვევაში თქვენ წინასწარ გექნებათ ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც ძალიან დაეხმარება თქვენს მკურნალ ექიმს სწორად მართოს თქვენი გამოჯანმრთელების პროცესი
პანდემიის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შემდეგი სამედიცინო გამოკვლევები
ლაბორატორიული გამოკვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი
- გლუკოზა
- გლიკირებული ჰემოგლობინი
- ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა (T. Cholesterol, LDL, HDL, TG)
- 25-OH ვიტამინის D-ს განსაზღვრა სისხლის შრატში
ქრონიკული ინფექციური დაავადების გამოკლვევა
- C ჰეპატიტი (უფასო)
- შიდსი (აივ ინფექცია) (უფასო)
- ტუბერკულოზის სკრინინგული კითხვარი - (უფასო)
- B ჰეპატიტი
გრიპის ვაქცინაციას წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა თავიდან ავირიდოთ ორი ვირუსის თანხვედრა და გართულება
სამედიცინო გამოკვლევები აუცილებელია შეაჯამოს თქვენმა ოჯახის ექიმმა კლინიკაში ვიზიტით ან სატელეფონო კონსულტაციის მეშვეობით.
ევექსი კლინიკების ამბულატორიული სერვისების კოორდინატორი ქეთევან ჩახნაშვილი საუბრობს პანდემიის ამ ეტაპზე არსებულ რეკომენდაციებზე გთხოვთ იხილოთ ვიდეო: https://youtu.be/J_xgK17p4ug
რეკომენდაციები პანდემიის ამ ეტაპზე ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის
მნიშნვნელოვანია, რომ:
- არ გადადოთ სამედიცინო გამოკვლევები
- არ შეწყვიტოთ მიმდინარე მკურნალობის პროცესი
- მიყევით მკურნალი ექიმის ინსტრუქციას დეტალურად
- დაიცავით მაქსიმალურად გამკაცრებული უსაფრთხოების წესები
ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი მაია რატიანი საუბრობს პანდემიის ამ ეტაპზე არსებულ რეკომენდაციებზე. გთხოვთ იხილოთ ვიდეო: https://youtu.be/-xExSDz0T9A
#ჩვენ ერთად გავუმკლავდებით პანდემიას