15 November, 2021

პროსტატის კიბოს სკრინინგი

სკრინინგის საშუალებით პროსტატის კიბოს აღმოჩენა პირველი ნიშნების გაჩენამდეა შესაძლებელი, ხოლო საწყის სტადიაში  შესაძლებელია ის 100%-ით განკურნოს.

ითვლებოდა, რომ პროსტატის კიბო ასაკოვანი მამაკაცების დაავადებაა, თუმცა უახლესი სტატისტიკური მონაცემები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებული 40-50 წლის მამაკაცების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს. პროსტატის კიბოს წარმოშობის მექანიზმი უცნობია, თუმცა მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ გარკვეული რისკ-ფაქტორები:

  • ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა/პროსტატის კიბოს განვითარების რისკი გაცილებით მეტია იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავები ავადობდნენ პროსტატის კიბოთი

აღსანიშნავია, რომ საწყის სტადიაზე პროსტატის კიბოს  სიმპტომები არ გააჩნია და სწორედ ეს თავისებურება განაპირობებს ამ დაავდებით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებლს. თუმცა, პროსტატის კიბოს სკრინინგმა/ადრეულმა დიაგნოსტიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში პროსტატის კიბო სრულად იკურნება.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 50-დან 70 წლამდე მამაკაცებს. სკრინინგი რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ.

ევექსი კლინიკების რეგიონების ფილიალებში პროსტატის კიბოს სკინინგი სრულიად  უფასოა!

უფასო პროგრამაში შედის:

  • ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია
  • სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევა

უფასო პროგრამით შეგიძლიათ ისარგებლოთ ევექსი კლინიკების შემდეგ ფილიალებში:

 

კახეთი 

  • ქ. ახმეტა, რუსთაველის ქ. №78ა
  • ქ. თელავი, ჯორჯიაშვილის ქ.№15
  • ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №3ა

 

აჭარა 

  • ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ.№20
  • დაბა ჩაქვი, ქუჩა თამარ მეფის, ქ.№40, მიმდებარედ
  • რაიონი ხულო, დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №1
  • რაიონი ქედა, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№14
  • რაიონი შუახევი, დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32

 

იმერეთი

  • ქ. ქუთაისი, პ. იაშვილის ქ.№ 9 ნაკვეთი ქ.№3;
  • ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ.№69
  • ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ.№10
  • რაიონი წყალტუბო, სოფელი ხომული, ერისთავის ქუჩის გაგრძელება ქ.№16
  • ქ. ხონი, სოლომონ მეორის ქ. №21

 

სამეგრელო

  • ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ.№1
  • ქ. აბაშა, თავისუფლების ქ.№143
  • ქ. მარტვილი, მშვიდობის ქ.№111
  • ქ. ფოთი, კ. გამსახურდიას ქ.№6
  • ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№ 6
  • ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ.№2
  • ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქ.№19

 

სამცხე-ჯავახეთი

  • დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ.№11
  • დაბა ასპინძა, შალვა ახალციხის ქ. N 1/ა
  • ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ.№48

 

შიდა ქართლი

  • ქ. ქარელი, ფანასკერტელის ქ.№30

 

სკრინინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე T0322 55 05 05

 

სკრინინგი - ეს ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს!