დღეს, 9 ივლისს, პანდემიის ფარგლებში „ევექსი კლინიკების“ გულის ორდენოსნების დაჯილდოება გაიმართა, რომელიც ეხმიანება პანდემიის ფარგლებში ევექსი კლინიკების თანამშრომლების მიერ გაწეული შრომის და თავდადების აღნიშვნასა და დაფასებას.
ქვეყანაში პირველად, პანდემიის პერიოდში გაწეული შრომისათვის, გულის ორდენი გადაეცა ევექსი კლინიკების 50 თანამშრომელს. დაჯილდოვდნენ ევექსი კლინიკების სამედიცინო, ადმინისტრაციული და სათაო ოფისის თანამშრომლები, რომლებსაც გამორჩეული წვლილი შეაქვთ პანდემიის პერიოდში ევექსი კლინიკების გუნდის გაძლიერებაში, პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაში, გამოჯანმრთელებასა და დახმარებაში.
სამწუხაროდ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ისევ ყოველდღიურ რეჟიმში ვებრძვით ვირუსს, მაგრამ მნიშნველოვანია ჩვენი გმირებისა და თავდადებული თანამშრომლების დაფასება, ამიტომ ევექსი კლინიკების გულის ორდენოსნები გამოვლინდნენ 3 ნომინაციაში:
- ევექსი კლინიკების 9 გმირი - ნომინაცია ეხება სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ჩართულები არიან უშუალოდ კოვიდ პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის პროცესში, ან გამორჩეულ როლს ასრულებენ როგორც კოვიდ ინფიცირებულების, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაში.
- ევექსი კლინიკების 5 ლიდერი - ნომინაცია ეხება კომპანიის კლინიკების მენეჯერულ რგოლს. შეფასება მოხდა პანდემიის დროს, კრიზისულ პერიოდში კლინიკის მენეჯერების მიერ გუნდში გამოჩენილი ლიდერული უნარებისა და თავდადების მიხედვით.
- ევექსი კლინიკების 36 გულის ორდენოსანი - ნომინაცია ეხება ევექსი კლინიკების სამედიცინო, ადმინისტრაციულ და სათაო ოფისის თანამშრომლებს. მათ, ვინც, პანდემიის პერიოდში თავისი ყოველდღიური მუშაობით იზიარებენ კომპანიის ხედვას. თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვნად ეხმარებიან როგოც პაციენტებს, ასევე თანამშრომლებს და დიდი წვლილი შეაქვთ კომპანიის წარმატების მიღწევაში.
„2020 წელი ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე იყო როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე თითოეული ჩვენგანისთვის. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად, თქვენთან ერთად შევძელით და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ პანდემიის პერიოდში მოსახლეობისთვის შეუფერხებელი სამედიცინო სერვისების მიწოდებაში.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ დავაჯილდოებთ ევექსი კლინიკების 50 გულის ორდენოსანს. თანამშრომლებს, რომლებსაც გამორჩეული წვლილი შეაქვთ პანდემიის პერიოდში კომპანიის საქმიანობაში.
ვულოცავ მათ და გილოცავთ ყველას, რაგან ეს თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა, გამარჯვებაა ის, რასაც თქვენ, ევექსი კლინიკების სახელით აკეთებთ, ჩვენს ქვეყანაში პანდემიის მართვის პროცესში"- განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.
გულის ორდენოსნების გარდა, ევექსი კლინიკების თანამშრომლებმა, ხმის მიცემის პრინციპით, თავად გამოავნილეს სათაო ოფისსა თუ კლინიკებში 3 ნომინაციაში გამარჯვებული კოლეგები:
- ევექსი კლინიკების ყველაზე მზრუნველი თანამშრომელი
- ევექსი კლინიკების ყველაზე გუნდური თანამშრომელი
- ევექსი კლინიკების ყველაზე თავდადებული თანამშრომელი
დაჯილდოებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია დაესწრნენ.
ღონისძიებაზე, საგანგებოდ ევექსი კლინიკების თანამშრომლებისთვის ნატო მეტონიძემ იმღერა. ცერემონიის წამყვანი კი ნიკოლოზ წულუკიძე იყო.