1) როდის უნდა ჩავიტარო COVID 19-ის დიაგნოსტიკური ტესტი?
- ტესტი ტარდება თუ თქვენ მიიჩნევით დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტად
- აღგენიშნებათ 37 გრადუსი და მეტი ტემპერატურა
- გაქვთ მწვავე რესპირატორული ინფექციებისთვის დამახასიათებელი ნიშნები : ხველა, ცემინება, სურდო, ყელის ტკივილი, დიარეა, ყნოსვის და გემოვნების დაქვეითება.
- უფასო ტესტირებისათვის გამოყოფილი სამედიცინო დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/38OLo1v
2) როგორ ვიქცევით კოვიდ 19 ის დადასტურების შემთხვევაში
- გადადით თვითიზოლაციაში
- დაუკავშირდით 112-ის ონლაინ კლინიკას ან თქვენს პირად ოჯახის ექიმს
- იჰყევით თქვენი პირადი ექიმის რეკომენდაციებს
- ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ მედიკამენტები
3) გახსოვდეთ თუ კოვიდ 19 მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, არ საჭიროებს განსაკუთრებულ სპეციფიურ მკურნალობის რეჟიმს. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია:
- მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე არანაკლებ 1,5 ლიტრისა დღეში (რეკომენდირებულია წყალი, ლიმნიანი და სხვადასხვა ხილის ჩაი)
- იკვებეთ ჯანსაღი საკვებით, რომლის მოსანელებლადაც თქვენს ორგანიზმს არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, ასეთ შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ ენერგიას, რომელსაც ორგანიზმი მთლიანად მოახმარს ვირუსთან ბრძოლას
- ხშირად გაანიავეთ ოთახი
- სასურველია ფიზიკური აქტივობა დღეში 20-30 წუთის განმავლობაში
4) ბინაზე მეთვალყურეობის დროს, გახანგრძლივებული შემთხვევებისას შესაძლია პაციენტს დასჭირდეს სხვადასხვა ტიპის კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, რის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ოჯახის ექიმი.
5) როგორ მივხვდე რომ დაავადება მიმდინარეობს რთული ფორმით
თუ თქვენ გაქვთ შემდეგი სიმპტომები
- სუნთქვის უკმარისობა
- ტკივილი გულ-მკერდის არეში
- ცნობიერების დარღვევა
- ხშირი პირღებინება
- ძილიანობა
- უჩვეულო სიფერმკრთალე
აუცილებლად დაუკავშირდით 112-ს ან პირად ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია
6) რა შემთხვევაში დგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
- თუ თქვენი პირადი ექიმის შეფასებით დაავადება მიმდინარეობს რთული ფორმით
- გაქვთ სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადება
- თუ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის
- 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
7) რა შემთხვევაში ხორციელდება ბინაზე/სასტუმროში/სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა?
- ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად,აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები. აღნიშნული არ ვრცელდება ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე. ასევე, 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა მკურნალობა აუცილებელია განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში.
- თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში.
8) როგორ მოვიქცე თუ ვარ COVID-ინფიცირებული, ვმკურნალობ ბინაზე და სხვა მიზეზით დამჭირდა გეგმიური, ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება?
- თუ დაგჭირდათ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელიცინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას ან დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე.
- გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.
9) როდის ვითვლები გამოჯანმრთელებულად და შემიძლია დავასრულო თვითიზოლაცია. საჭიროა თუ არა თვითიზოლაციის დასრულებისას ტესტირება?
- თუ თქვენ ხართ სიმპტომიანი პაციენტი სიმპტომების დაწყებიდან უნდა გავიდეს მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე
- თუ ხართ უსიმპტომო და 10 დღე ხართ იზოლაციაში, მეთერთმეტე დღიდან იხსნება თვითიზოლაციის წესი
- თუ თქვენ მკურნალობდით ჰოსპიტალში თვითიზოლაციის რეკომენდაციას მიიღებთ მკურნალი ექიმისგან
- მკურნალის ექიმის დასტურის შემთხვევაში თქვენ აღარ საჭიროებთ დამატებით ტესტირებას
10) მეძლევა თუ არა და ვის მიერ გაიცემა ცნობა COVID-ინფიცირების შესახებ სამსახურში წარსადგენად?
- თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
- სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი ონლაინ-კლინიკა.
11) ვის მივამართო COVID-19-თან დაკავშირებული საჭიროებების შემთხვევაში?
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი-112
- სამთავრობო ცხელი ხაზი-144
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი-1505
- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი-116-001