თუ დაგიდასტურდა კოვიდ-19 და მკურნალობ სახლში, შენ შეგიძლია ისარგებლო ევექსი კლინიკების ახალი პოლიკინიკის სერვისით, რომელიც კონკრეტულად კოვიდ-პაციენტებს უწევს ამბულატორიულ დახმარებას.
კოვიდ პოლიკლინიკის პაციენტებს ევექსი კლინიკები ზრუნვის მისიით გადასცემს პულსოქსიმეტრს, რომელიც კოვიდ-19-ის მქონე პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
1 პაკეტი (190 ლარი):
- ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
- გულ-მკერდის ღრუს რენტგენოგრაფია;
- ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში;
ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლის საერთო, D დიმერი, CRP (C რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში));
გამოკვლევის პასუხი ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც თავად უკავშირდება პაციენტს და დისტანციურად მართავს მის მდგომარეობას.
2 პაკეტი (100 ლარი):
- სისხლის საერთო ანალიზი;
- D დიმერი;
- CRP - C რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში;
გამოკვლევების პასუხები ეგზავნება პაციენტს მეილზე.
ასევე პოლიკლინიკაში შესაძლებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარებაც:
- კარდიოექოსკოპია;
- ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც ხშირად სჭირდებათ კოვიდ-დადასტურებულ პაციენტებს.
სამუშაო საათები: ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 09:00-დან 19:00 საათამდე
მისამართი: ნინოშვილის N60 (თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ)
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით წინასწარ: 0322 55 05 05