კავკასიის უნივერსიტეტსა და ევექსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი სტუდენტებში ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის დანერგვა, ცნობიერების ამაღლება და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზებაა.
პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესი ქსელი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტებს განსაკუთრებულ პირობებს, 100%-მდე დაფინანსებულ მომსახურებას და სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე ფასდაკლებებს შესთავაზებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პერიოდული გამოკვლევების კულტურის ჩამოყალიბებასა და მომავალში მათი ცხოვრების ხარისხის გააუმჯობესებას. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება თსუ-ს სტუდენტებში და პარალელურად მათი ევექსში დარეგისტრირების ნაწილი პერმანენტულად გაგრძელდება.
გარდა ამისა, თითოეულ სტუდენტს საშუალება აქვს საქართველოს ბანკისა და ევექსის ჯანდაცვის სტუდენტურ პროგრამას შემოუერთდეს და მიიღოს დამატებითი ფასდაკლება ევექსში სამედიცინო სერვისებზე. STUDENT CARD - ის ფლობელები ბარათით გადახდისას კი მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ სტომატოლოგიურ ქსელ ,,ნიუ დენტში“ და ფასდაკლება ექნებათ „ჯპს“-ისა და „ფარმადეპოში“, როგორც მედიკამენტებზე ისე თავის მოვლის საშუალებებზე.
აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისგმგებლობის ფარგლებში ევექსი მნიშვნელოვან შეთავაზებებს სთავაზობს ყველა სტუდენტს, მათ შორის არარეზიდენტებს.
მემორანდუმის მეორე ნაწილის თანახმად ევექსი ასევე, ხელს შეუწყობს კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების დასაქმებას, მათი ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. შეთანხმება გულისმობს როგორც სტაჟირების, ასევე, დასაქმების შესაძლებლობას.