01 November, 2024

ევექსის ქსელი სერტიფირებულია TÜV AUSTRIA-ს მიერ


უწყვეტი განვითარება - ევექსის, როგორც საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერის სტრატეგიის ამომავალი წერტილია. მსოფლიოში აღიარებული წამყვანი სასერტიფიკაციო ორგანიზაცია TÜV Austria-ს მიერ ევექსის ქსელის ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით საერთაშორისო სერტიფიცირება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15 პოლიკლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ “კარავში” მომხმარებელს მაღალ კლინიკურ ხარისხს და გამარტივებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს.

 

დღესდღეობით, ევექსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 400,000-მდე ბენეფიციარსა და საქართველოს ყველა სადაზღვევო კომპანიის მომხმარებელს ემსახურება. შესაბამისად, კომპანიის მთავარი ფოკუსი, ასეთი დიდი მასშტაბების ფარგლებშიც კი, მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაა. ISO 9001:2015 წარმოადგენს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც კონცენტრირდება ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე. სტანდარტი უზრუნველყოფს როგორც პაციენტისა და პერსონალის უსაფრთხოებას, ასევე ყველა იმ პროცესისა და ინფრასტრუქტურული საკითხის ეფექტიან მართვას, რაც აუცილებელია ქსელის ხარისხიანი ოპერირებისთვის. TÜV Austria საერთაშორისოდ აღიარებული ლიდერი მასერტიფიცირებელი ორგანოა მსოფლიოში, რომელიც ახორციელებს აუდიტორულ, ინსპექტირებისა და პროდუქტის შესაბამისობის დადასტურების აუდიტების სერვისებს.

 

ISO 9001:2015 სერტიფიკატის მოთხოვნების ფარგლებში, სავალდებულოა ყოველწლიური შიდა და გარე საზედამხედველო აუდიტების ჩატარება. შესაბამისად, ქსელის მუდმივი გაფართოების პირობებში, ევექსი სისტემურად შეინარჩუნებს უწყვეტი გაუმჯობესების ციკლს.

 

აღსანიშნავია, რომ ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი კარავი საქართველოში ერთადერთი ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით სერტიფიცირებული ნეიროგანვითარების ცენტრია. შეგახსენებთ, რომ კარავი 1-18 წლამდე ბავშვებს ემსახურება და სთავაზობს მრავალპროფილურ ნეიროგანვითარებით თერაპიულ მომსახურებებს.