25 September, 2018

ევექსის პოლიკლინიკებში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პოლიკლინიკები მოსახლეობას  სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას სთავაზობს. ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გრიპისგან თავის დასაცავად.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებში უნდა ჩატარდეს:

  • ორსულებში
  • ბავშვებში 6 წლამდე
  • ხანდაზმულებში 65 წელს ზევით
  • ქრონიკული დარღვევების მქონე პირებში

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სამედიცინო კორპორაცია ევექსის ბათუმის, ზუგდიდისა და თბილისის პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.

 

თბილისში:

  • საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა-ფშაველას გამზ. N40 
  • მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქუჩა N3
  • ისნის პოლიკლინიკა - ქეთევან წამებულის ქუჩა N69 
  • ვარკეთილის პოლიკლინიკა - ჯავახეთის ქუჩა N30 
  • დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის ქუჩა N16 
  • გლდანის პოლიკლინიკა - კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ.
  • დიდუბის პოლიკლინიკა - წერეთლის გამზ. N141 ა

ბათუმში:

  • ბათუმის პოლიკლინიკა - სელიმ ხიმშიაშვილის 20

ზუგდიდში:

  • ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1

აცრის  ჩასატარებლად საჭიროა წინასწარი ჩაწერა 2 55 05 05 ან *0505.