სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პოლიკლინიკები მოსახლეობას სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას სთავაზობს. ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გრიპისგან თავის დასაცავად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებში უნდა ჩატარდეს:
- ორსულებში
- ბავშვებში 6 წლამდე
- ხანდაზმულებში 65 წელს ზევით
- ქრონიკული დარღვევების მქონე პირებში
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სამედიცინო კორპორაცია ევექსის ბათუმის, ზუგდიდისა და თბილისის პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.
- საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა-ფშაველას გამზ. N40
- მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქუჩა N3
- ისნის პოლიკლინიკა - ქეთევან წამებულის ქუჩა N69
- ვარკეთილის პოლიკლინიკა - ჯავახეთის ქუჩა N30
- დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის ქუჩა N16
- გლდანის პოლიკლინიკა - კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ.
- დიდუბის პოლიკლინიკა - წერეთლის გამზ. N141 ა
ბათუმში:
- ბათუმის პოლიკლინიკა - სელიმ ხიმშიაშვილის 20
ზუგდიდში:
- ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1
აცრის ჩასატარებლად საჭიროა წინასწარი ჩაწერა 2 55 05 05 ან *0505.