,,ევექსი კლინიკების“ ქსელის ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაში ჩაერთვნენ. მთელი საქართველოს მასშტაბით 35 კლინიკის წინ 2000 ექიმი შეიკრიბა. მდუმარე აქციით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველ ექიმს და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მისი უკანონო დაკავება გააპროტესტეს.
ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მან რამდენიმე დღე ცხინვალის იზოლატორში გაატარა. ქართველ ექიმს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ის ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ დაშავებული პაციენტის დასახმარებლად იყო გადასული.
#თავისუფლებავაჟაექიმს
#FreedomForDoctorVaja