26 ივნისს, „შატო მუხრანში“ Global Idea -ს და The FINANCIAL -ის ორგანიზებით ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ევექსი კლინიკებმა გამარჯვება საუკეთესო კლინიკების კატეგორიაში მოიპოვა და რჩეული ბრენდი გახდა.
„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ნომინაციაში გამარჯვება, რაც გვაძლევს მეტ მოტივაციასა და სტიმულს, იმისათვის, რომ მეტი ენთუზიაზმით გავაგრძელოთ საქმიანობა.
პანდემიის გამო, შარშანდელი წელი აღმოჩნდა გამოწვევებით დატვირთული, რასაც, ვფიქრობ ეფექტურად გავუმკლავდით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი 3500 თანამშრომლის დამსახურებაა, რომლებიც 24 საათი იბრძვიან ყველაზე მთავარი ღირებულებისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისათვის“ - განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.
ოქროს ბრენდის გამარჯვებულებს ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები. Global Idea-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში.
ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ დაგავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული.