15 November, 2021

აიცერი და ამოისუნთქე – ანუ როგორ ზრუნავს „ევექსი კლინიკები“ ვაქცინაციის ტემპის ზრდაზე

თითქმის ორი წელია, რაც მსოფლიოში Covid-19-ის პანდემია მძვინვარებს. ამ დრომდე, ვირუსის 237,630,439 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. საერთო ჯამში, Covid-19-მა 4,851,252 ადამიანი შეიწირა. პანდემია ხელს გვიშლის გადაადგილებაში, მუშაობაში, საყვარელი ადამიანებთან სიახლოვეში და ყოველდღიურად გვიქმნის ბარიერებს. იმ პირობებში, როდესაც ყველა უცდის, როდის შეძლებს ინფიცირების შიშის გარეშე ცხოვრებას და თავისუფლად ამოსუნთქვას, პანდემიასთან საბრძოლველად, ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. სწორედ, ამასთან დაკავშირებით წამოიწყო მასშტაბური კამპანია „ევექსი კლინიკებმა“.



ამოცანა: ქვეყანა, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, მის შესახებ ცნობიერების ამაღლების გამოწვევის წინაშე დადგა. საჭირო გახდა ადამიანების ინფორმირება და მათში ვაქცინისადმი ნდობის გაზრდა. „ევექსი კლინიკების“ მიზანი იყო, ვაქცინაციის ინტენსივობა მოსახლეობის წახალისების გზით გაეზარდა.

გადაწყვეტა: ვაქცინაციის ტემპის მატების ამოცანას „ევექსი კლინიკებმა“ ფართომასშტაბიანი კამპანიით უპასუხა. Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები, იძულებითი დისტანცირება, პანდემიის დასრულების დაუღალავი მოლოდინი, ალეგორიულად, ამოსუნთქვის მძაფრ სურვილთან დააკავშირა და ადამიანებს დაეხმარა, წარმოედგინათ, როგორი იქნება მომავალი, ვირუსის გარეშე.