ისანი-სამგორის რაიონში ,,ევექსი კლინიკები"-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიკლინიკა გაიხსნა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, აღჭურვილია ახალი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით. საქართველოს მასშტაბით ,,ევექსი კლინიკები"-ს რიგით 34-ე ახალი პოლიკლინიკა ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის 36 ნომერში მდებარეობს. ადგილზე, მომხმარებლებს შესაძლებელობა აქვთ სრული ამბულატორიული მომსახურება მიღონ. რაც გულისხმობს,ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტებისკონსულტაციებს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას.
აღსანიშნავია, რომ ვაზისუბნის ევექსის პოლიკლინიკაში ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე 100%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ და ასევე, საჩუქრად მიიღონ 150 ლარიანი ვაუჩერი.
გარდა ამისა, კორპორატიული დაზღვევის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე მომსახურება მიიღონ და 25%მდე ფასდაკლებით ისარგებლონ დაზღვევით დაუფარავ სერვისებზე.
,,ევექსი კლინიკები" მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში ახალი პოლიკლინიკა უკვე სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე გაიხსნება.