მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი, ს. ცინცაძის 24ა

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სტრატეგიისა და ბიზნეს ამოცანების შესაბამისად კომპანიის მარკეტინგული და PR მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ქსელში მიმდინარე პროექტების (სერვისებისა და პროდუქტების)  მარკეტინგული და PR ღონისძიებებით მხარდაჭერა;
  • კომპანიის ბრენდის კონცეფციის, ვიზუალური იდენტობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება/მართვა;
  • ახალი პროექტების (სერვისებისა და პროდუქტების) განვითარების მარკეტინგული კონცეფციის შემუშავება, სტრატეგიის განსაზღვრა და მომხმარებლისათვის ეფექტიანად მიწოდების უზრუნველყოფა, ეფექტიანობის გაზომვა და შედეგების ანალიზი
  • ქსელში მიმდინარე პროექტების (სერვისებისა და პროდუქტების) და ახალი პროექტების  შესაბამისი მარკეტინგული და PR აქტივობების კალენდრის შედგენა/დამტკიცება;
  • ახალი პროექტების (სერვისებისა და პროდუქტების) ვიზუალური და ციფრული მასალების კომპანიისბრენდბუქთან შესაბამისობის დადგენა;
  • კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიის დაგეგმვა, განვითარება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
  • საზოგადოების ინფორმირება მედია საშუალებებით კომპანიაში არსებული მნიშვნელოვანი სიახლეებისა თუ ცვლილებების შესახებ;
  • კომპანიის ვებ-გვერდის დიზაინისა და შინაარსის მუდმივი განახლების კოორდინირება, სიახლეებისა თუ სხვა საჭირო ინფორმაციის განთავსება, არსებული კონტენტის რედაქტირებისა და გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
  • ციფრული არხების მართვის, კონტენტის შექმნისა და რეკლამირების პროცესის კოორდინირება;
  • სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული პროექტების მხარდაჭერა ვიზუალური/საბეჭდი მასალების შექმნის კუთხით;
  • მარკეტინგული  კვლევების დაგეგმვა, ბაზრის ანალიზი (კონკურენტი კომპანიების შესწავლა, მათი უპირატესობებისა და სუსტი მხარეების გამოვლენა);
  • ჩატარებული მარკეტინგული კამპანიების ანალიზი და სამომავლო კამპანიების დაგეგმვა;

 

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი  გამოცდილება, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

 

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

-         50%-იანი ფასდაკლებალაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე

-         50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”

-         ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

 

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

„კანდიდადტი“ ასევე ადასტურებს, (აცხადებსთანხმობას/უფლებას აძლევს დამსაქმებელს), რათა დამსაქმებელმაგანახორციელოს მისიპერსონალური მონაცემის (ნებისმიერი მასთანდაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) დამუშავება კანდიდატის შერჩევის ან/და დარეზერვების პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული უფლება ეძლევა დამსაქმებელს იმის მიუხედავად, შემდგომში გაფორმდება, თუ - არა კანდიდატსა და დამსაქმებელსშორის შრომითი ხელშეკრულება. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს,რომ თანახმაამისიპერსონალური მონაცემები, გასაუბრებისა და ტესტირების შედეგები, ინახებოდეს დამსაქმებლის აპლიკანტთა სარეზერვო ბაზაში, მისიკანდიდატურის სხვა, შესაფერის ვაკანსიაზე განხილვის მიზნით, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მისდასაქმებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მონაცემები გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატი ადასტურებს, რომ მას მიღებული აქვს სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი/პოტენციური დამსაქმებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. კანდიდატს ასევე განემარტებარომ მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის დაცვის წესების ყოველი დარღვევის ფაქტის გამოვლენის, ან დარღვევის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ან/და პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღების სურვილის/კითხვების არსებობის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს დამსაქმებლის სათავო ოფისში და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line