უროლოგია

შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიები საკმაოდ გავრცელებული დაავადებათა ჯგუფია. უროლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა მოიცავს პაციენტის ანამნეზის შეკრებას, შესაბამისი სისტემის ულტრაბგერით, რენტგენოგრაფიულ და ლაბორატორიულ კვლევებს. უროლოგიური დაავადებებიდან ყველაზე ხშირია შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები, შარდ-კენჭოვანი დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებები, ვარიკოცელე, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა. უროლოგიური სიმპტომების აღმოცენებისთანავე მნიშვნელოვანია დროული კონსულტაცია დიაგნოსტირების და დაავადების ადრეულ ეტაპზე სწორი მკურნალობისთვის.