ლაბორატორიული მედიცინა
			
			
ევექსის კლინიკების ლაბორატორიული სერვისი მოიცავს ყველა სახის ლაბორატორიულ კვლევას:
- ზოგად კლინიკური კვლევები
 - ბიოქიმიური
 - კოაგულოლოგიური
 - იმუნოლოგიური
 - სეროლოგიური
 - ჰორმონალური
 - მიკრობიოლოგიური/ ბაქტერიოლოგიური
 - ციტოლოგიური
 - PCR-დიაგნოსტიკა
 
ლაბორატორიის მუშაობა ეფუძნება:
- წამყვან ტექნოლოგიებს
 - თანამედროვე მენეჯმენტს
 - ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს
 
ლაბორატორიული კვლევები ტარდება:
- მაღალი კლასის ლაბორატორიულ აპარატურაზე
 - ხარისხიანი და ვადიანი რეაქტივებით
 - მაღალკვალიფიციური კადრების მიერ
 - გარე და შიდა ხარისხის კონტროლის სქემების გამოყენებით
 - რეფერენს ლაბორატორიაში კვლევათა შედეგების გადამოწმებით
 - 24 საათიან რეჟიმში
 - მოზრდილებსა და ბავშვებში
 
ჩვენი ლაბორატორიის საშუალებით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ :
- მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურეობა
 - მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა ( ექიმმა დასვას სწორი დიაგნოზი)
 - გაკონტროლდეს მკურნალობის პროცესი
 - თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები
 - ანალიზის პასუხები მიიღოთ ელექტრონულად
 
ლაბორატორიულ კვლევათა პროფილები:
- ჰემატოლოგიური (25 პარამეტრიანი სისხლის კლინიკური ანალიზი, რეტიკულოციტების განსაზღვრა, ანემიის დიაგნოსტიკა)
 - იმუნოჰემატოლოგიური (სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა, რეზუსანტისხეულების ტიტრი, ერითროციტული ანტიგენები, კუმბსის პირდაპირი და არაპირდაპირი რეაქცია)
 - სისხლის შემადედებელი სისტემის ტესტები ( პროთრომბინი, INR, D–დიმერი, ფიბრინოგენი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები)
 - ლიპიდური პროფილი ( საერთო ქოლესტერინი და მისი ფრაქციები, ათეროსკლეროზის რისკის შეფასება)
 - ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ჰეპატიტებზე გამოკვლევა (ფერმენტები, A, B და C ჰემატიტების მარკერები)
 - თირკმლის და საშარდე სისტემის ლაბორატორიული ტესტები (შარდის საერთო ანალიზი, კრეატინინი, შარდოვანა)
 - გულ–სისხლძარღვთა სისტემის ლაბორატორიული ტესტები ( ინფაქტის , იშემიის და თრომბოზის დიაგნოსტიკა)
 - მინერალური ცვლა და მიკროელემენტები ( იონიზირებული და საერთო კალციუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი)
 - სიმსივნური მარკერები ( სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, საშვილოსნოს, სანაღვლე გზების, სწორი ნაწლავის, პანკრეასის ონკომარკერები)
 - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები ( TSH, fT4, fT3, T3, T4; ანტისხეულები TPO და TG –ს მიმართ)
 - ჰორმონალური სპექტრი (პროლაქტინი, კორტიზოლი, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, მალუთინეზებული და ფოლიკულომასტიმულირებული ჰორმონი )
 - შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ( გლუკოზოტოლერანტობის ტესტი, გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ინსულინი, C-პეპტიდი)
 - სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციების სკრინინგი ( აივ–ინფექცია (შიდსი), სიფილისი, ქლამიდია, ტრიქომონა, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, სოკოვანი ინფექციები)
 - პრევენციულ –პროფილაქტიკური გამოკვლევათა პროფილი მამაკაცებისთვის ( ლიპიდური ცვლა, პროსტატის მარკერი : total PSA და free PSA, განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე, პროსტატის წვენის/ ურეთრალური ნაცხის მიკროსკოპია)
 - პრევენციულ –პროფილაქტიკური გამოკვლევათა პროფილი ქალებისთვის ( სარძევე ჯირკვლის CA 15-3 და საშვილოსნოს CA 125 ონკომარკერი)
 - ორსულთა სკრინინგ–ტესტები და უშვილობასთან დაკავშირებული გამოკვლევები (ჰემოგლობინი, ცილა შარდში, ბეტა–HGC, TORCH- ინფექციები, გინეკოლოგიური ნაცხის მიკროსკოპია/ ბაქტერიოლოგია, PAP- ტესტი )
 - ბაქტერიოლოგია ( სისხლის სტერილობა, ანტიბიოტიკოგრამა, შარდის ბაქტერიოლოგია, სოკოზე და ვირუსებზე გამოკვლევა)
 - ციტოლოგიური ( ნებისმიერი ბიოლოგიური მასალის ციტოლოგიური კვლევა, ონკოლოგიური დაავადების პირველადი დიაგნოსტიკა, ექსპრეს–ტესტები)
 - ალერგიული ტესტები ( კვებითი, მცენარეული, საყოფაცხოვრებო ალერგიული პანელები, საერთო იმუნოგლობულინი E, ბავშვთა და მოზრდილთა ფადიატოპი– ინჰალაციური ალერგენების განსაზღვრა)