პედიატრია

„რეგიონული ჰოსპიტალი“ გთავაზობთ  გეგმიურ ამბულატორიულ პედიატრიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს  0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვთა და

მოზარდთა განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

 

კლინიკის სერვისებია:

 

  • ბავშვთა და მოზარდთა განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა;
  • სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში პაციენტის შეფასება, გამოკვლევა და მართვა;
  • ვიწრო პროფილის სპეციალისტების კონსულტირება;
  • ახალშობილთა პატრონაჟი;
  • საგანმანათლებლო მუშაობა მშობლებთან ბავშვთა ჯანსაღი კვების ხელშეწყობის მიზნით;
  • იმუნიზაცია - ეროვნული კალენდრის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორთან კორდინირება;
  • ადეკვატური და ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

 

რეგიონულ ჰოსპიტალში თქვენს პატარებს ელოდებათ  კეთილგანწყობილი გარემო, და პერსონალი, რომელიც მოწოდებულია მინიმუმამდე შეამციროს ტკივილის ფაქტორი სხვადასხვა მანიპულაციების დროს.