ორთოპედია და ტრავმატოლოგია
რეგიონულ ჰოსპიტალშიტრავმატოლოგია/ორთოპედიის სერვისი პაციენტებს სთავაზობს 24 საათიან სრულ დიაგნოსტიკურ, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.
მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზებითა და ულტრათანამედროვე ელექტროოპტიკური გარდამქმნელის მეშვეობით კლინიკაში შესაძლებელია სხვადასხვა მაღალი სირთულის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სერვისის მიღება.მათ შორის:
- ოსტეოსინთეზის მეთოდები მაბლოკირებელი ღეროებით;
- მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებები;
- კიდურების დაგრძელება თანდაყოლილი და შეძენილი სიმოკლის დროს;
- განსაკუთრებით დიდ უპირატესობას წარმოადგენს მუხლისა და მხრის სახსრის პათოლოგიების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა, რომელიც სრულდება უახლესი ტიპის ართროსკოპით: იოგოვანი აპარატის დაზიანება, მენისკექტომია და ა.შ;
- ძვალკუნთოვანი პათოლოგიების შედეგად წარმოშობილი ორთოპედიული და მძიმე ტრავმებით განვითარებული მდგომარეობების ოპერაციული მკურნალობა;
- მსხვილი ლულოვანი ძვლების ძვალზედა, ინტრამედულარული და ექსტრაფოკალური ოსტეოსინთეზი;
- ძვლების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობა;
- მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების პირველადი ენდოპროტეზირება;
- მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების სარევიზიო და ონკოპროტეზირება.
ქსელში ასევე დანერგილია ე. წ. MIPO ტექნიკით განხორციელებული ოპერაციები რაც გულისხმობს მინიმალური ინვაზიურ ჩარევას.
მნიშვნელოვანი სფეროა სპორტული ტრავმის მიმართულება და რეაბილიტაცია სადაც დიაგნოსტიკა , მკურნალობა და რეაბილიტაცია უტარდებათ პროფესიონალ სპორტსმენებს.