კარდიოქირურგია
ევექსის ქსელში კარდიოქირურგიის მიმართულება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად ითვლება, რაც მაღალკვალიფიციური პერსონალისა და უახლესი მატერიალურ ტექნიკური ბაზით არის განპირობებული. ქსელში ამ მიმართულებით წარმატებით ხორციელდება ისეთი კარდიოქირურგიული ოპერაციები, როგორიცაა:
- კორონარული შუნტირება
- სარქველზე ოპერაციები მათ შორის მინი ინვაზიური მიდგომით
- გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგია
- გულისა და შუასაყრის სიმსივნეების ქირურგია
- აორტის ქირურგია
- ენდოვასკულარული ქირურგია
- პერიფერიული არტერიების ქირურგია
- ვენური სისტემის ქირურგია
- რითმის ქირურგია
სხვა ტექნოლოგიურ უპირატესობებთან, კარდიოქირურგიული ოპერაციების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, საოპერაციო აღჭურვილია პერფუზიის აპარატი TERUMO1, ინტრაორტალური ბალონ პამპით, რაც ოპერაციების უსაფრთხოდ წარმართვის ერთერთი გარანტია.