გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი

რეგიონული ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი, გამორჩეულია როგორც ინფრასტრუქტურულად ასევე მასშტაბებით. იგი 25 საწოლზეა გაშლილი და ყველაზე დიდი განყოფილება საქართველოში, რომელიც დაკომპლექტებულია გადაუდებელი მედიცინის მაღალკვალიფიცირებული, ევროპასა და აშშ-ს სტაჯირებული ექიმებით.

 

გადაუდებელი მედიცინის განყოფილება ინოვაციური მოწყობით გამოირჩევა ჩვენს რეალობაში - თითოეული პაციენტი მოთავსებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილცალკე პალატაში, რომელიც აღჭურვილია გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო ყველა სადიაგნოსტიკო და მონიტორირების საშუალებებით. ამასთან ინდივიდუალური პალატების უპირატესობაა:

 

-          პაციენტის უსაფრთხოება;

-          კონფორტული გარემო;

-          შესაძლებლობა ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდანვე იმყოფებოდეს ოჯახის წევრების გარემოცვაში (რაც განსაკუთრებით აქტუალურია პაციენტთათვის და მათი ახლობლებისათვის რომელნიც გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად მიმართავენ კლინიკას).