ბარიატრია

ბარიატრიული ქირურგია სიმსუქნისგან გამოწვეული დაავადებების კორექციისა და მათი პრევენციის მიზნით სრულდება, რომლის საშუალებითაც ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება.

კლინიკა „კარაპს მედლაინში'' ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ზოგადი ქირურგიული ოპერაციებია, სადაც „მ. კილაძის სახელობის ზოგადი და მინი-ინვაზიური ქირურგიის“ დეპარტამენტი ბარიატრიულ ოპერაციებს დიდი წარმატებით ახორციელებს. ექიმთა მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ ხორციელდება ჭარბწონიანობის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

 

ჩვენი უპირატესობები:

  • მკურნალობის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები;
  • უახლესი თაობის stoz-ის ლაპარასკოპიული აპარატი;
  • ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ლაბორატორია;
  • პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტები;
  • პაციენტსა და მის უსაფრთოხებაზე ორიენტაცია

„კარაპს მედლაინში“ ტარდება შემდეგი სახის ბარიატრიული ოპერაციები:

  • რესტრიქციული ტიპის ოპერაციები,
  • კუჭის ლაპაროსკოპიული ვერტიკალური (სახელოსებური) რეზექცია,
  • კუჭის ბანდაჟირება,
  • მალაბსორბციული ოპერაცია,
  • კუჭის ლაპაროსკოპიული შუნტირება,
  • ომბინირებული ოპერაცია,
  • კუჭის ლაპაროსკოპიული მინი-შუნტირება
  • ლაპაროსკოპიულისლივ-გასტერექტომია;
  • ლაპაროსკოპიულიგატროპლიკაცია.

ბარიატრიული ქირურგია ესაჭიროებათ პაციენტებს, თუ აქვთ:

  • უკიდურესად ჭარბი წონა, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 40 და მეტია;
  • ჭარბი წონა რომელთა სხეულის მასის ინდექსი 35-39.9 და თან ახლავს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში პრობლემები: მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ღამის აპნოე (სუნთქვის უეცარი შეწყვეტა).