თამარ ჩხაიძე

დირექტორის მოადგილე ოპერაციების მიმართულებით


თამარს აქვს  მრავალწლიანი სამუშაო პრაქტიკა. ის 17 წლის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს წამყვან კომპანიებში მომხმარებელთა გამოცდილების, მართვის, პროექტების მენეჯმენტისა და ოპერაციების მიმართულებით.

თამარ ჩხაიძე ევექსიში დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ოპერაციების მიმართულებით 2022 წლიდან იკავებს. მანამდე, ის მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ახალ ქსელებში.  

მას საბანკო სფეროში მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს ბანკში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა, ხოლო 2018-2020 წლებში საქართველოს ბანკში SOLO მომხმარებელთა გამოცდილების მართვისა და მხარდაჭერის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თამარი, ასევე თიბისი ბანკში იკავებდა სხვადასხვა წამყვან პოზიციებს, მათ შორის იყო  სტრატეგიული პროექტების მართვისა და ფილიალების ტრანსფორმაციის პროექტის მენეჯერი.

თამარს აქვს მაგისტრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში და ფლობს ასევე, ბაკალავრის დიპლომს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.