ნატა გოგოლაძე

დირექტორის მოადგილე


ნატა გოგოლაძე ევექსში დირექტორის მოადგილის პოზიციას 2023 წლიდან იკავებს. მის დაქვემდებარებაში შედის მომსახურების, ქსელის მართვისა და გაყიდვების დეპარტამენტები.

ნატას აქვს 17 წლიანი გამოცდილება არაერთი საერთაშორისო კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერის თანამდებობაზე. მათ შორის უძრავი ქონების და ქსელის მართვის გამოცდილება კომერციული და საოპერაციო მიმართულებებით.

ნატას აქვს მაგისტრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლისგან და სხვადასხვა დროს საკვალიფიკაციო და სასერტიფიკატო განათლება მიღებული აქვს ამერიკის და ჰოლანდიის უნივერსიტეტებიდან. ასევე, ფლობს სერტიფიკატს კორპორატიულ ლიდერშიფში ბლედის და ოქსფორდის გაერთიანებული ევროპის ლიდერების პროგრამისგან.

ნატას სახელი უკავშირდება არაერთ წარმატებულ პროექტს და კომპანიას, როგორებიცაა: Rakia Georgia, Salford Georgia, Rakeen Uptown Development, Populi და სხვა.