11 დეკემბერი, 2018

თბილისში ნეიროვასკულარული ფორუმი ჩატარდა

თბილისში ნეიროვასკულარული ფორუმი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში მოღვაწე ნეიროქირურგებმა მიიღეს.

ფორუმის მთავარი თემა, თავის ტვინის ანევრიზმებისა და არტერიო-ვენოზური მალფორმაციების ენდოვასკულარული მკურნალობა იყო.

მკურნალობის თანამედროვე ასპექტებზე სამეცნიერო მოხსენებები ქართველ ნეიროქირუგებთან ერთად უცხოელი ექსპერტებმაც წაიკითხეს.

ფორუმის ფორმატში ასევე ჩატარდა საჩვენებელი ოპერაციები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირდაპირი ტრანსლაციით, რეალურ დროში თვალყური ედევნებინათ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით რთული ნეიროქირურგიული ოპერაციებისთვის, რომელსაც ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მირზა ხინიკაძე ატარებდა.

ნეიროვასკულარული ფორუმის ჩატარების ორგანიზატორი სამედიცინო კორპორაცია ევექსი იყო, ფორუმი კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.