22 ივნისი, 2018

სამედიცინო კორპორაცია ევექსში შინ მოვლის სერვისი ამოქმედდა

რა არის შინ მოვლის სერვისი?

შინ მოვლის სერვისი სხვადასხვა ჩივილის მქონე პაციენტებს სთავაზობს სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურებას. გამოცდილი ექთნები იზრუნებენ თქვენს ჯანმრთელობაზე და მოგემსახურებიან ბინაზე.
 
შინ მოვლის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ერთჯერადად, ისე ხანგრძლივი მოვლის სახით. პაციენტს საშუალება აქვს მიიღოს მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისები, მათ შორის:
  • ექთნის ან ექთნის დამხმარის მოვლა თქვენ-თვის სასურველი დროით;
  • გადასხმა;
  • ნემსის გაკეთება;
  • ნაწოლების დამუშავება;
  • ტრაქეის სანაცია;
  • ნაზოგასტრალური ინტუბაცია;
  • ინტრავენური ინექცია;
  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;
  • ჭრილობის დამუშავება;
  • ჟანგბადის მიწოდება;
  • ინჰალაცია;
  • ოყნის გაკეთება;
  • ახალშობილის მოვლა/დაბანა;
  • ექიმის გამოძახება საჭიროების შემთხვევაში.
 
ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა?
 
სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც ჭირდება პროფესიონალი ექთნის მოვლა ბინაზე.*

რატომ უნდა ავირჩიოთ ევექსის შინ მოვლის სერვისი?
 
შინ მოვლის სერვისით სარგებლობისას თქვენ იღებთ მაღალკვალიფიცირებული ექთნების მომსახურებას სახლში, არ გიწევთ ზრუნვა გამოძახებული ექთნის ტრანსპორტირებასა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფაზე.
 
როგორ უნდა გამოვიძახოთ ექთანი?
 
ექთნის სახლში გამოსაძახებლად დაგვიკავშირდით: 2 55 05 05 ან *05 05
 
* მედიკამენტების მიღება ბინაზე შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულების საფუძველზე.