საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ სამედიცინო კორპორაცია ევექსის პოლიკლინიკებში და 70% -100% -მდე დაფინანსებით მიიღონ:
- ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაცია;
- ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები;
ასევე, კორპორაცია ბენეფიციარებს, დაზღვევით დაუფარავ სამედიცინო სერვისებზე წლის ბოლომდე, 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებში:
- საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ.40
- ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის გამზ.69
- გლდანის პოლიკლინიკა, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ
- ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ. 30
- მთაწმინდის პოლიკლინიკა, ვ.ვეკუას ქ. 3
- დიდი დიღმის პოლიკლინიკა, ი.პეტრიწის ქ.16
- დიდუბის პოლიკლინიკა, აკ.წერეთლის გამზ.141ა
- დიაგნოსტიკური ცენტრი, პ.ქავთარაძის ქ.23
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ევექსის პოლიკლინიკებში დარეგისტრირებისას ბენეფიციარები მიიღებენ ჯიპისის ან ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელის 10 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს.